პროექტისთვის 2700-მდე კვადრატული მეტრი ტერიტორიაა გამოყოფილი. ბაღში 2 ბაგის და 5 სამიდან ექვს წლამდე ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 50-მდე ადამიანი.
მერიის ინფორმაციით, ნუცუბიძის მე-4 მ/რ ერთ-ერთია, სადაც ყველაზე მაღალია მოთხოვნაა საბავშვო ბაღებზე. მშენებლობა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ბაღი 280-მდე აღსაზრდელს მიიღებს. მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა ჩადო.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი