საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო გოგუაძე, საბურთალოზე არსებულ დღის ცენტრს – ”ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას“ ესტუმრა.
დღის ცენტრი თბილისსა და მარნეულში ფუნქციონირებს და დაარსების დღიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ მშობლებს ემსახურება. დღეს თბილისში ცენტრს 52 ბენეფიციარი ჰყავს, ხოლო 27 მარნეულში.
“ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს ამ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. საჭიროა საზოგადოების მუდმივი მხარდაჭერა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა მათ მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი