სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფისში გაიმართება.
როგორც ცნობილია, პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიენცია არაასამთავრობო სექტორთან გაიმართა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ცესკო-მ „გირჩს“ ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „გირჩის“ მიერ არჩევნებზე რეგისტრაციისთვის წარდგენილი 27 990 ხელმოწერიდან 27 977 ხელმოწერა ბათილად სცნო, რაც ნიშნავს, რომ „გირჩს“ უარი ეთქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, მათ უარი ტექნიკური მიზეზების გამო ეთქვათ არა იმიტომ, პარტიამ...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტს, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე რემონტი, სახურავის გამოცვლა და ეზოს კეთილმოწყობა მოხდება, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „როიალ ბილდინგ ჯორჯია“ ასრულებს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მშვიდობიანის საბავშვო ბაღშიც, სადაც ათეულობით წელია შენობა დაზიანებულია და იქ სტიქიის შედეგად დაზარალებული მამუკელაშვილების ოჯახი ცხოვრობდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, ოჯახს მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში...
ქალაქ ბორჯომში ვაჟა-ფშაველას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა .
პროექტის მიხედვით ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო ქუჩის I და II მონაკვეთებზე და I და II ჩიხებში. მოეწყო ასევე ბეტონის სანიაღვრე არხიც.
ქუჩაზე სავალი ნაწილი წლებია ამორტიზებული იყო, რაც ადგილბრივების უკმაყოფილებას იწვევდა. დღეიდან მოსახლოება მოწესრიგებული გზით ისარგელებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება.
სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მიერ...
საჩხერის მუნიციპალიტეტში მოძრაობის უსაფრთხოებისა დაცვისა და კონტროლის მიზნით ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდება.
ამასთან დაკავშირებით ხელშეკრულება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს მალხაზ ბაზაძესა და შ.პ.ს. დელტა კონსალტინგის დირექტორს გიორგი ჯალიაშვილს შორის გაფორმდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი 19 ერთეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერა ცენტრალურ საავტომობილო და საუბნო გზების მიმართულებით დამონტაჟდება.
მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, რომელსაც აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის - საჩხერის მუნიციპალიტეტში დღისა და ღამის გამოყენების ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების საჭიროება გაზრდილი...
ჭალოვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხვანში ხარაიშვილების უბანში, მდინარე ძირულაზე საავტომობილო ხიდი ეწყობა.
სამუშაოებისთვის შესაბამისი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ხიდის სამშენებლო სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ მოინახულა.
"ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ თავისუფლება მაკლდა, ყველა გადაწყვეტილებაში თავისუფალი ვიყავი"- ამგვარად პასუხობს ქუთაისის მერი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას. მერის განცხადებით, დამოუკიდებლობა აქვთ თვითმმართველობებს, თუმცა ადასტურებს, რომ დამატებითი ფუნქციები ჭირდებათ.
"მე ყველა გადაწყვეტილებაში თავისუფალი ვიყავი. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ თავისუფლება მაკლდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ ფუნქციების დამატება ნამდვილად ჭირდება. მოქალაქეები მოდიან თემებით, რომლებიც თვითმმართველობის თემები არ არის, მაგრამ მათ ჰგონიათ, რომ...
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს ქუთაისში 740 კმ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა გადასცა. საპატრიარქომ მიწის ნაკვეთი ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკლესიის ასაშენებლად მისცა. ადგილზე სამუშაოები მალე დაიწყება.
ინფორმაციისთვის, თუ რა თანხის სანაცვლოდ მოხდა ტერიტორიის გადაცემა და მოხდა თუ არა პირობების დაწესება ეკლესიისთვის, ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით. სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საპატრიარქოს თებერვალში განცხადებით მიმართა ქუთათელ-გაენათელმა...
ღამის თბილისს უსაფრთხოება, შესაბამისი რეგულაციები და უბნებში გადანაწილება სჭირდება, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე „ღამის ქალაქთან“ დაკავშირებით, „ინოვაციური თბილისის“ მიერ მომზადებულ მოკლე მიმოხილვას.
მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში, „ინოვაციური თბილისის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ დედაქალაქის პრობლემებს კომპლექსური გადაწყვეტა სჭირდება.
„მოხარული ვარ, რომ თემამ თქვენი დაინტერსება გამოიწვია. ამაზე კამათი უკვე დასტურია, რომ რადგანაც...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პირველად წარმოადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012-2016 წლების საქმიანობის შეფასებას. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ შეფასებულია:
საკანონმდებლო საქმიანობის პროცესი და განხორციელებული ცვლილებები
უმაღლესი საბჭოს მიერ საკონტროლო ფუნქციების განხორციელება
მათ შორის წარმოდგენილია ინფორმაცია:
უმაღლესი საბჭოს წევრთა აქტივობის შესახებ (ინიციირებული და მიღებული კანონების
რაოდენობა და ავტორები)
საბჭოს წევრთა პლენარულ და კომისიის სხდომებზე მონაწილეობის შესახებ
კომისიების საქმიანობის შესახებ
...
"ქუთაისის მერობა მე მინდა - პოზიცია არაა" - ასე უპასუხა შოთა მურღულიამ კითხვას, აპირებს თუ არა მერობისთვის მეორედ იბრძოლოს.
მურღულიას განცხადებით, მიიღებს, თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ეს გუნდის გადასაწყვეტია.
"ქუთაისის მერობა მე მინდა, პოზიცია არაა, ეს არის გუნდის გადასაწყვეტი და გუნდმა უნდა შეარჩიოს კანდიდატურა. მეც გუნდური მოთამაშე ვარ და თუ გუნდი ჩათვლის საჭიროდ ჩავერთო არჩევნებში, ასეც იქნება. ახლა გადაწყვეტილი არაფერია", -განაცხადა...
მმართველობა, ფინანსები და ინფრასტრუქტურა - ქუთაისის მერმა განვლილი მუშაობა შეაჯამა. შოთა მურღულია ჟურნალისტებს შეხვდა და მისი მერობის დროს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.
მერმა სამ ძირითად მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი; ესენია მმართველობა, ფინანსები და ინფრასტრუქტურა.
მურღულიას განცხადებით, მმართველობის მხრივ მნიშვნელოვანი იყო მერიაში გატარებული რეორგანიზაცია, ელექტრონულ მუშაობაზე გადასვლა და iso სერთიფიკატის მიღება. რაც შეეხება ფინანსებს, მერმა გაზრდილ ბიუჯეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მერობის...
სოციალურ საცხოვრისში ბინები აგვისტოში გაიცემა. ქალაქის მერის განცხადებით, ამ დროისთვის ბენეფიციართა შერჩევა ხდება. შოთა მურღულიას განცხადებით, სოციალურ საცხოვრისში ბინას 48 ოჯახი მიიღებს, თუმცა შესაძლოა, მერიამ დამატებითი ფართი დაიქირაოს და დაახლოებით 30 ოჯახი შეასახლოს.
"ბინები მზადაა, ხდება კრიტერიმების მიხედვით შერჩევა. გვაქვს 48 ბინა, ასევე ვცდილობთ, დანარჩენი ფართი დავიქირაოთ, ან სხვა ფორმით მივიღოთ, რომ დამატებით 30 ოჯახი შევასახლოთ. გვინდა ერთად მოხდეს ყველას...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში სასმელი წყლის შიდა ქსელის სამუშაოები დაიწყება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.
ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მცირეკომლიან სოფელში ახალი ონკანიც დაემატება.
,,გვალვიან სეზონზე საჭირო გახდა მილისა და საუბნო ონკანის დამატება" - აღნიშნავენ გამგეობაში.
სამუშაოებს სავარაუდოდ შპს ,,საქმიანო ეზო - თაზო" აწარმოებს, რომელიც სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტში საქმიანობის...
ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, ადგილობრივი ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი.
ცვლილებების მიხედვით, ეკონომიებისა და თავისუფალი ნაშთის ხარჯზე დარჩენილი თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. გარდა აღნიშნულისა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება 180 000 ლარი, რომელიც მტვერსასრუტი მანქანის შესაძენად იყო გათვალიწინებული და 10 000 ლარი, რომელითაც ქალაქის ქუჩებისთვის საყვავილები უნდა შეეძინათ.
ცვლილებების შედეგად 45100 ლარად წიქვაძის ქუჩაზე გზა მოასფალტდება (მეორე ეტაპი); ბაგინაშვილის ქუჩის მოასფალტებისთვის...
წიგნი "ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918" მომზადდა პროექტის - "თვითმმართველობის რეფორმა და მისი შედეგები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1919-1921"
ფარგლებში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ.
წიგნი გამოცემულია ფონდის - "ღია საზოგადოება – საქართველოს" დაფინანსებითა და მხარდაჭერით.
ავტორი: ირაკლი ხვადაგიანი
რედაქტორი: ანა მარგველაშვილი
მკვლევართა ჯგუფი: რუსიკო კობახიძე, ანა მარგველაშვილი,
დავით ხვადაგიანი, ირაკლი ხვადაგიანი
კონსულტანტი: დავით ლოსაბერიძე
იხილეთ წიგნი სრულად: ერობა - თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში - 1918 -...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































