სოციალურ საცხოვრისში ბინები აგვისტოში გაიცემა. ქალაქის მერის განცხადებით, ამ დროისთვის ბენეფიციართა შერჩევა ხდება. შოთა მურღულიას განცხადებით, სოციალურ საცხოვრისში ბინას 48 ოჯახი მიიღებს, თუმცა შესაძლოა, მერიამ დამატებითი ფართი დაიქირაოს და დაახლოებით 30 ოჯახი შეასახლოს.
“ბინები მზადაა, ხდება კრიტერიმების მიხედვით შერჩევა. გვაქვს 48 ბინა, ასევე ვცდილობთ, დანარჩენი ფართი დავიქირაოთ, ან სხვა ფორმით მივიღოთ, რომ დამატებით 30 ოჯახი შევასახლოთ. გვინდა ერთად მოხდეს ყველას შეყვანა, რომ მოეწყოს საერთო სამზარეულო და ყველა პირობა შევუქმნათ. აგვისტოში დასრულდება ეს საკითხი, რადგან არ გვინდა არჩევნების თემას დაუკავშირონ, რაც ხშირად ხდება ხოლმე. ამიტომ ვჩქარობთ, ამ თემის მოგვარებას”-,განაცხადა შოთა მურღულიამ.
სოციალურ საცხოვრისში ბინას მოქალაქეები კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ. მათ ბინა ხუთი წლით გადაეცემათ, ამის შემდგომ კომისიის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბენეფიციართა ეკომონიკური მდგომარეობის შეცვლის მიხედვით მოახდინონ მათთვის ფართის ჩამორთმევა.
წყარო: ნიუპრესი