სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფისში გაიმართება.
როგორც ცნობილია, პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიენცია არაასამთავრობო სექტორთან გაიმართა.
წყარო: ინტერპრესნიუსი