“ქუთაისის მერობა მე მინდა – პოზიცია არაა”

572

“ქუთაისის მერობა მე მინდა – პოზიცია არაა” – ასე უპასუხა შოთა მურღულიამ კითხვას, აპირებს თუ არა მერობისთვის მეორედ იბრძოლოს.

მურღულიას განცხადებით, მიიღებს, თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ეს გუნდის გადასაწყვეტია.

“ქუთაისის მერობა მე მინდა, პოზიცია არაა, ეს არის გუნდის გადასაწყვეტი და გუნდმა უნდა შეარჩიოს კანდიდატურა. მეც გუნდური მოთამაშე ვარ და თუ გუნდი ჩათვლის საჭიროდ ჩავერთო არჩევნებში, ასეც იქნება. ახლა გადაწყვეტილი არაფერია”, -განაცხადა შოთა მურღულიამ, რომელიც დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

წყარო: ნიუპრესი