საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანში საავტომობილო ხიდი ეწყობა

668

ჭალოვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხვანში ხარაიშვილების უბანში, მდინარე ძირულაზე საავტომობილო ხიდი ეწყობა.

სამუშაოებისთვის  შესაბამისი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ხიდის სამშენებლო სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ მოინახულა.