თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 1,5 მილიონი ლარით იზრდება. საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იხილავენ.
როგორც საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, აღნიშნული თანხიდან ნახევარი მილიონი მერიის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება და თანხა მიმართული იქნება 2015 წელს სტიქიით დაზარალებული მეორე კატეგორიის რამდენიმე ოჯახის დასახმარებლად.
ჯაბა სამუშიას განმარტებით, თანხის ნაწილით რიგ უბნებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.
საკრებულოს ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიკა...
მარნეულის მერის არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“, სავარაუდოდ, ამირან გიორგაძე მიიღებს მონაწილეობას.
არსებული ინფორმაციით, სწორედ გიორგაძის კანდიდატურის დასახელებას გეგმავს „ქართული ოცნება“ მარნეულის მუნიციპალიტეტში კანდიდატად.
თავად გიორგაძე ამ ფაქტს არ უარყოფს და აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა ერთ-ერთია, რომელიც პარტიაში განიხილება. გიორგაძის თქმით, ქვემო ქართლის რეგიონში გამგებლის კანდიდატების წარდგენა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მოხდება.
ამირან გიორგაძე მარნეულის საკრებულოს დეპუტატი, საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
მარნეულის...
ქალაქ ბორჯომში, ბარათაშვილის ქუჩაზე ლითონის მოაჯირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, ამჟამად მიმდებარე საყრდენი კედლის მოპირკეთების სამუშაოები ხორციელდება, რის შემდეგ ქუჩის გასწვრივ ახალი მხატვრული მოაჯირები მოეწყობა.
ტერიტორიაზე დასრულებულია ასევე გაზონისათვის ტერიტორიის კეთილმოწყობა, სადაც გრუნტის შეტანისთანავე დაითესება კოინდარი.
ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალურ-პარკთან მისასვლელ ერთ-ერთ ქუჩას წარმოადგენს და ტურისტულად დატვირთულია. მისი კეთილმოწყობა კი მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
აღნიშნულ ქუჩაზე 2 წლის განმავლობაში განხორციელდა საავტომობილო...
ამბროლაურში "ევროპული საქართველოდან" მერობის კანდიდატი, მაია კაციტაძე ადგილობრივ მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
მაია კაციტაძე მდინარე ლუხუნის ხეობაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და განმარტავს, რომ რთული რელიეფის გამო სოფლის მოსახლეობა ალტერნატიული გზით სარგებლობას ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, კაციტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვა გზა უნდა მოძებნოს.
„ამბროლაურის გამგეობას და გუბერნიას მოვუწოდებ, რომ ათეულობით სპეც-ტექნიკის მობილიზება უზრუნველყონ დამეწყრილ მონაკვეთზე, რომელიც სოფელ წესში უქმად ჰყავთ...
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება. პროექტის ფარგლებში, მრავალბინიან კორპუსებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 111 მისამართზე მიმდინარეობს.
4 მისამართზე ავარიული კორპუსების გამაგრება, 19 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება, 39 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია, 8 ობიექტზე სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, 21 მისამართზე წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 9 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია და სხვა სამუშაოები ხორციელდება.
მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 210 მისამართზე უკვე დასრულდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქვიშხეთში რეაბილიტაცია უტარდება დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს, ხოლო სოფელ წაღვლში ბეტონის გზისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა და ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა დაათვალიერეს.
წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 763 107 ლარს შეადგენს. პროექტის...
ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, თუმცა წელს ოთხი საბავშვო ბაღი კიდევ დაემატება,- ამის შესახებ ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი რიჟვაძემ განცხადა.
მუნიციპალიტეტში ალტერნატიული სააღმზრდელო ცენტრებიც ფუნქციონირებს. რიჟვაძის ინფორმაციით, სასკოლო მზაობის ცენტრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ ოთხი ფუნქციონირებდა, თუმცა სექტემბრიდან კიდევ სამი ცენტრი დაემატება, სადაც აღმზრდელები დილის ცხრა საათიდან პირვლ საათამდე რჩებიან. შეგახსეებთ, რომ აღნიშული ცენტრი იმ ბავშვებისთვის გაიხსნა,...
დარჩელი - განმუხურის 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. ასევე, აშენდა ახალი რკინა-ბეტონის ხიდი, გაკეთდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა. სამუშოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი არის სოფელ...
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის მიერ ორგანიზებული მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რუსთავში დასრულდა. სიმპოზიუმის მონაწილე რვა ქართველი და სამი უცხოელი სკულპტორი, საკუთარ კომპოზიციებზე და ქანდაკებებზე, რუსთავის ცენტრალურ პარკში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
მოქანდაკეებს ამანსიო გონსალესს, ნიკოლაი ფლესინგს, სალაჰ ჰამადს, ჯუმბერ ჯიქიას, ივანე გულედავას, ლევან ყიფშიძეს, ვლადიმერ იმერლიშვილს, ბექა დვალს, ირაკლი გოჩიტაშვილს, მანუჩარ ოქროსცვარიძეს და კორნელი რამიშვილს,...
ქალქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე, ქარელის, კასპისა და ხაშურის რაიონებში 82 ვიდეო კამერა დამონტაჟდება. ამის შესახებ ხუთივე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ.
ქალაქ გორის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ავტომანქანების ნომრის ამომცნობი კამერების შესაძენად სულ 295 000 ლარი დაიხარჯება. ხარჯებს, მუნიციპალიტეტები წილობრივად გაიღებენ.
სათვალთვალო კამერების განლაგებისთვის საჭირო ადგილები უცნობია. ისინი საავტომობილო გზებზე განთავსდება. ყველაზე მეტი კამერა ხაშურის ტერიტორიაზე - 23 ცალი დამონტაჟდება.
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს:...
მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქალაქ გორის მე-4 და მე-14 საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ 9 აგვისტოს მიიღო. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოები სექტემბერში დაიწყება და მაქსიმუმ 60 დღის განმავლობაში, ზამთრამდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში მე-4 საბავშვო ბაღში გაარემონტებენ ოთახებს, საკანალიზაციო სისტემებს და გამოცვლიან ელსადენებს. რაც შეეხება მე-14 საბავშვო ბაღს, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაუტარდება ეზოს და სველ წერტილებს. ჯამში, მერიის ბიუჯეტიდან 46 000...
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თავად მერაბ თოფჩიშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში დაადასტურა.
როგორც მან განაცხადა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს.
როგორც თოფჩიშვილმა აღნიშნა, მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ სტრუქტურაში გააგრძელებს მუშაობას.
,,თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. საკრებულომ ჩემი განცხადება ცნობად მიიღო და უფლებამოსილება შემიწყდება. წასვლის მიზეზებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ცოტა ხანი...
ბორჯომის ცენტრში ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ობიექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა დაათვალიერა.
„პროექტის მიხედვით, ხიდზე უკვე დასრულებულია გზის სამოსის და ტროტუარების მოწყობა, დღეს კი აქტიურად მიმდინარეობს ბურჯების, მოაჯირებისა და არსებული მილსადენის შეღებვა-შელესვის სამუშაოები“, - აღნიშნა გამგებელმა.
ე.წ. დიდი ხიდი ცენტრალურ მაგისტრალს ქალაქის მთავარ ქუჩებთან აკავშირებს.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიდის იერსახე...
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერის ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, მერობის კანდიდატობის საკითხთან დაკავშირებით ჯერ შეთანხმება არ მომხდარა:
"პოლიტსაბჭოს წევრია და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მართავს შეხვედრებს, გუშინ იმყოფებოდა ხარაგაულში, ზესტაფონში, წყალტუბოში, დღესაც გაგრძელდება შეხვედრები, მათ შორის ქუთაისში",- განმარტავს ბესიკ ბრეგაძე.
რაც შეეხება, მერობის კანდიდატურის ვინაობას, როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს ჯერ კიდევ განხილვის საკითხია, რაც დროს მოითხოვს. ბრეგაძის თქმით, შესაძლებელია, პრეზენტაციის გამართვის თარიღიც შეიცვალოს.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა"...
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია სექტემბერში, სწავლის დაწყებამდე დაიწყება.
ზუსტი თარიღი, როდის შეეძლებათ მშობლებს ბავშვების რეგისტრირება, ცნობილი არ არის. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ზუსტი დრო, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მათივე ინფორმაციით, წელს ელექტრონული რეგისტრაცია არ იქნება და ყველა მშობელს ბაღში მოუწევს საბუთების მიტანა. გაერთიანებაში ვარაუდობენ, რომ გაზრდილი ნაკადის გამო, ბავშვების გადანაწილება მოუხდებათ.
"გაზრდილია ნაკადი და რადგან ჯგუფში 70 ბავშვს...
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისის მერობის კანდიდატად დასახელდება. როგორც გოგი წულაია განმარტავს, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"მიმდინარეობს განხილვა, 80%-ით, ალბათ, ვიქნები მერობის კანდიდატი, აგვისტოს ბოლოს გევცოდინება საბოლოო პასუხი. ვთვლი, რომ ძლიერი კანდიდატი ვარ და ჩავერთვები ამ ბრძოლაში", -განაცხადა გოგი წულაიამ.
მისივე თქმით, არჩევნებისთვის ბლოკში გაერთიანედებიან, თუმცა არა "პატრიოტთა ალიანსთან", რადგან ისარჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღბას. წულაიას თქმით, "თავისუფალი საქართველო"...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































