შიდა ქართლის საავტომობილო გზებზე ნომრის ამომცნობი კამერები დამონტაჟდება

1172

ქალქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე, ქარელის, კასპისა და ხაშურის რაიონებში 82 ვიდეო კამერა დამონტაჟდება. ამის შესახებ ხუთივე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ.

ქალაქ გორის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ავტომანქანების ნომრის ამომცნობი კამერების შესაძენად სულ 295 000 ლარი დაიხარჯება. ხარჯებს, მუნიციპალიტეტები წილობრივად გაიღებენ.

სათვალთვალო კამერების განლაგებისთვის საჭირო ადგილები უცნობია. ისინი საავტომობილო გზებზე განთავსდება. ყველაზე მეტი კამერა ხაშურის ტერიტორიაზე – 23 ცალი დამონტაჟდება.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს: ქალაქ გორში – 8 კამერა; კასპში – 18; გორის მუნიციპალიტეტში (რაიონი) – 18; ქარელში – 15 კამერა.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი