ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, თუმცა წელს ოთხი საბავშვო ბაღი კიდევ დაემატება,- ამის შესახებ ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი რიჟვაძემ განცხადა.
მუნიციპალიტეტში ალტერნატიული სააღმზრდელო ცენტრებიც ფუნქციონირებს. რიჟვაძის ინფორმაციით, სასკოლო მზაობის ცენტრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ ოთხი ფუნქციონირებდა, თუმცა სექტემბრიდან კიდევ სამი ცენტრი დაემატება, სადაც აღმზრდელები დილის ცხრა საათიდან პირვლ საათამდე რჩებიან. შეგახსეებთ, რომ აღნიშული ცენტრი იმ ბავშვებისთვის გაიხსნა, რომელსაც არც ბაღის ასაკი აქვს და არც სკოლის.
ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით, არმზრდელობითი პროცესი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სექტემბრიდან ხულოში 20 საბავშვო ბაღი და 7 სასკოლო მზაობის ცენტრი იფუნქციონირებს სადაც დაახლოებით 750 აღმზრდელი ეყოლებათ
„ხულოში სულ 16 ფუნქციონირებადი საბავშვო ბაღია, თუმცა სექტემბრიდან კიდე 4 ახალ საბავშვო ბაღი დაემატება, ასევე გვაქვს 4 სასკოლო მზაობის ცენტრიც, წელს კიდევ სამი დაემატება. რაც შეეხება რეგისტრაციას ჩვენთან ბავშვების დიდი რაოდენობა არაა, ანუ კონკურენცია არ გვაქვს, შესაბამისად ოფიციალური რეგისტრაცია არ გვაქვს საბუთებს ჩვეულებრივად ვღებულობთ, ახალი საბავშვო ბაღების ჩათვლით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაახლოებით 750 აღმზრდელი გვეყოლება.“ განაცხადა ირაკლი რიჟვაძემ.
წყარო: აიპრესი