საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება.

631

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება. პროექტის ფარგლებში, მრავალბინიან კორპუსებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 111 მისამართზე მიმდინარეობს.

4 მისამართზე ავარიული კორპუსების გამაგრება, 19 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება, 39 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია, 8 ობიექტზე სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, 21 მისამართზე წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 9 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია და სხვა სამუშაოები ხორციელდება.

მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 210 მისამართზე უკვე დასრულდა.