“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერის ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, მერობის კანდიდატობის საკითხთან დაკავშირებით ჯერ შეთანხმება არ მომხდარა:
“პოლიტსაბჭოს წევრია და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მართავს შეხვედრებს, გუშინ იმყოფებოდა ხარაგაულში, ზესტაფონში, წყალტუბოში, დღესაც გაგრძელდება შეხვედრები, მათ შორის ქუთაისში”,- განმარტავს ბესიკ ბრეგაძე.
რაც შეეხება, მერობის კანდიდატურის ვინაობას, როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს ჯერ კიდევ განხილვის საკითხია, რაც დროს მოითხოვს. ბრეგაძის თქმით, შესაძლებელია, პრეზენტაციის გამართვის თარიღიც შეიცვალოს.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა” პარტიის პრეზენტაციის გამართვას 18 აგვისტოს გეგმავდა.
წყარო: ნიუპრესი