ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორსანტიასა და დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის (ორსანტიის ასფალტირებული გზიდან დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. გამგეობის ინცორმაციით, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4128 მეტრია და ღირებულება 2 249 946 ლარს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრეების, მიერთებისა და ეზოში შესასვლელის მოწყობა. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ქალაქ გორის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ჭრა-კერვა-მოდელირების მიმართულებით 30 დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალი გადამზადდა. პროექტის დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც პროექტის ბენეფიციარებმა საკუთარი ხელით შეკერილი ტანსაცმელიც წარმოადგინეს. პროექტი „ქალაქ გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების გაძლიერება“ გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების...
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მის წინააღმდეგ „დეზინფორმაციისა და სიბინძურის კამპანიაში“ ადანაშაულებს. როგორც ელისაშვილი აცხადებს, სოციალურ ქსელში შეიქმნა ყალბი გვერდები იმის შესახებ, თითქოს მას ცესკოში წარსადგენად საჭირო ხელმოწერების შეგროვებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ეხმარება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ელისაშვილი კატეგორიულად განმარტავს, რომ ხელმოწერებს მხოლოდ მისი მხარდამჭერი მოხალისეები და შტაბის წევები უგროვებენ. „უკვე მეტისმეტია და ზღვარს გადასცდა ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციის და სიბინძურის კამპანია....
მომღერალმა კახა ცისკარიძემ დღეს განაცხადა, რომ ბათუმის მერობისთვის     იბრძოლებს. მისი თქმით, ბათუმი ხელოვნების ქალაქი უნდა გახდეს. ცისკარიძე, ასევე აცხადებს, რომ ბათუმი მისი მერობის შემთხვევაში ბევრად პოპულარული გახდება. -   რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მერად იყაროთ კენჭი? რა არის თქვენი ძირითადი მოტივაცია?    -  პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვარ აჭარელი, დავიბადე ბათუმში. ბათუმმა მომცა პოპულარობა სრულიად საქართველოში. ვთვლი, რომ ბათუმის და ბათუმელების წინაშე მაქვს...
ქალაქ სიღნაღში, ქედელის დასახლებაში მდებარე ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის მთავარი შესასვლელიდან 200 მეტრის რადიუსში ყოველი სახის გარე ვაჭრობა აიკრძალა. ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შევიდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობა დაშვებულია ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან. აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო...
2017 წლის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 213 უბანი გაიხსნება, იმდენივე, რამდენიც გასულ წლებში იყო. ახალციხის ოლქში 35 საარჩევნო უბანი იქნება, აქედან 13 ქალაქ ახალციხეში, 4 ქალაქ ვალეში დანარჩენი კი სოფლებში გაიხსნება. ადიგენის ოლქში 18 საარჩევნო უბანი იქნება, აქედან ერთი დაბაში და დანარჩენი სოფლებში. ასპინძის ოლქში 23 საარჩევნო უბანი იქნება, აქედან 2 დაბაში, დანარჩენი კი სოფლებში. ბორჯომის ოლქში 30 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 13 ქალაქ ბორჯომში,...
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 2 დღეში მისმა შტაბმა უკვე მოახერხა და 4 500 ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა მოქალაქეების ძალიხმსევით. მისივე თქმით, ცესკოში ხელმოწერებს ის ვადაზე ადრე წარადგენს და დაუმტკიცებს, რომ ხალხს ძალიან დიდი ძალა აქვს. "მოგეხსენებათ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ხელისუფლებამ მახე დაგვიგეს საარჩევნო და როგორც ჩანს ისინი ღრმად დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის დიდაჭარა-საციხური-გელაურას 4 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 759 490 ლარს. გარდა გზის ასფალტობეტონისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 238 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 132 გრძ.მ. გაბიონი, 770 გრძ.მ....
ქუთაისში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს,  წელს 32 მოედანი მოეწყობა. ერთ-ერთი ასეთი მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. მინი მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ,,გლობალ სტანდარტ მშენი" და ,,თეგიკა უნივერსალი" ასრულებენ. სულ სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 950 000 ლარი ჯდება. ამ ეტაპზე დასრულებულია 11 მოედანი. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და სრულად წლის ბოლოსთვის დასრულდება. ქუთაისში ბოლო...
ვაკის რაიონის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით განახლებულ საბჭოში ვაკის რაიონის უბნების წარმომადგენლები, გამგებლის მიერ მოწვეული ადამიანები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები გაწევრიანდნენ. შეხვედრაზე ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ საბჭოს წევრებს გასულ წლებში განხორციელებული პროექტები და 2018 წლის გეგმები წარუდგინა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაიგეგმა მომდევნო სხდომა, რომელზეც საბჭოს წარმომადგენლები კონკრეტულ წინადადებებს წარადგენენ. შესაძლოა, ეს...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძი-კახათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, გზა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვს. გზის რეაბილიტაციით სარგებელს 1250 ბენეფიციარი მიიღებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5200 მეტრი, სიგანე 6 მეტრი. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია ხელოვნური წყალგამტარი ნაგებობის მოწყობა, მილის გამოცვლა ახალი ლითონის მილით. პროექტით გათვალისწინებულია 6 მიერთებისა და 65 ეზოში...
პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას შემართებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. შესაბამისად, თბილისის მერიამ ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. ყაზბეგის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით მოძრაობა დღის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.
ცენტრალური საარჩევნო კომისია დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას პასუხობს იმის თაობაზე, რომ ცესკოში რეგისტრაციის ბლანკს დროულად არ აძლევდნენ. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ალეკო ელისაშვილმა დოკუმენტები დროულად, კანონის შესაბამისად მიიღო. ‘’საარჩევნო ადმინისტრაციამ ამაზე დეტალური განცხადება გააკეთა. აბსოლუტურად, ყველა დოკუმენტაცია, რაც იყო გადასაცემი, კანონის სრული შესაბამისობით მიეწოდა. დოკუმენტები დაგვიანებით მიწოდებული არანაირად არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩართულ...
ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში. შეხვედრას, რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესთან გაიმართა, რუსთავის მერიისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. როგორც გრიგოლ ნემსაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მიმდინარე პროექტები გეგმის მიხედვით, წლის ბოლოს დასრულდება. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებთან დეტალურად განიხილეს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინასებული მასშტაბური პროექტები, ისაუბრეს პრობლემებეზე და მათი გადაჭრის გზებზე. რუსთავის...
დღეს, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მცდარი ინფორმაცია კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით.  კერძოდ, კანდიდატმა განაცხადა, რომ, თითქოს, ცესკომ მიიღო „სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება“ და მას დაუწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ 21 აგვისტოს ცესკომ დადგენილებით მიიღო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის ერთადერთი მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება. რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგი 1 ივნისს დაიწყო. საია წინასაარჩევნო პერიოდს სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში აკვირდება. ბიულეტენში ასახულია ის ფაქტები, მოვლენები და დარღვევები, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული გავლენა მოახდინონ საარჩევნო გარემოზე. მასში მოყვანილი სავარაუდო დარღვევებისა და ფაქტების შესახებ ზოგიერთ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ