თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 2 დღეში მისმა შტაბმა უკვე მოახერხა და 4 500 ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა მოქალაქეების ძალიხმსევით. მისივე თქმით, ცესკოში ხელმოწერებს ის ვადაზე ადრე წარადგენს და დაუმტკიცებს, რომ ხალხს ძალიან დიდი ძალა აქვს.
“მოგეხსენებათ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ხელისუფლებამ მახე დაგვიგეს საარჩევნო და როგორც ჩანს ისინი ღრმად დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით 1 კვირაშვი 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, ამას სხვადასხვა პარტიებიც ამბობდნენ და მეგობრულად გვირჩევდნენ, რომ პირდაპირ გაყალბებაზე გადავსულიყავით და მინდა გითხრათ, რომ ხუთშშაბათს ჩვენ შევძელით ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვება ხოლო რაც შეეხება, პარასკევს 3 500-ზე მეტი ხემოწერა შევაგროვეთ.
მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა ნაკადი ჩვენს საარჩევნო შტაბში. ყოფილი საბურთალოს ქუჩა, ცინცაძის 45-ში. რიგები იდგა. გამოხატავდნენ სამოქალაქო პოზიციას და პროტესტს გამოქვამდნენ ამ ყველაფრით. იგივე ხდებოდა მეტროსადგურებთან. ჩვენ ერთი ხარვეზი მოგვივიდა , წინასწარ დაანონსებულ 7ივე მეტროსადგურთან მოხალისეები ვერ დავაყენეთ, რამდენიმე მეტროსადგური ჩაგვივარდა, მაგრამ გამოსწორებაზე ვმუშაობთ. რასაც დღეს დავწერთ იმ ლოკაციებზე აუცილებლად იდგებიან ჩვენი მოხალისეები, მე პირადად ვიდგები მეტროსადგურ დიდუბის ამოსასვლელთან. ამ 3 500 ხემოწერის შემდეგ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ შევძლებთ ათიათასზე გაცილებიტ მეტი ხელმოწერის შეგროვებას, ჩვენ ვადაზე ადრე მივიტანთ ამ ხელმოწერებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ცესკოსაც და ხელისუფლებასაც ვაჩვენებთ, თუ რა ძალა აქვს ხალხს “, – განაცხადა ელისაშვილმა.
წყარო: აიპრესი