პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას შემართებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. შესაბამისად, თბილისის მერიამ ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. ყაზბეგის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით მოძრაობა დღის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.