„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მომავალ წლებში შესაძლოა, მუნიციპალური ავტობუსები საქართველოში აწარმოონ. „მომავალი წლების განმავლობაში ავტოპარკს ყოველთვის დასჭირდება განახლება, ყველაფერს გავაკეთებთ და მგონია, რომ შევძლებთ ამ ავტობუსების წარმოება საქართველოში მოხდეს“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა. გარდა ამისა, სხვადასხვა უბნებში დაემატება სამარშუტო...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, რკინა-ბეტონის საფარი 1 250მ სიგრძის მონაკვეთზე 2 უბანში იგება. „ სულ მალე ციცქიშვილებისა და ხაჩიძეების უბანში და გვარამაძეების ჩიხში მოსახლეობა ახალი გზით ისარგებლებს. აღნიშნულ უბნებში გზის დაგების სამუშაოები არასოდეს განხორციელებულა, მოუწესრიგებელი გზა ადგილობრივებს გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემას უქმნიდა. პროექტის მიხედვით, ციცქიშვილების უბანში...
18 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა მოადგილე ლალი ბუწანკალურთან ერთად, სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა. აღსანიშნავია, რომ სოფ. ზემო არტანში საბავშვო ბაღი 2014 წელს გაიხსნა, ხოლო მიმდინარე წელს შენობას სრული რებილიტაცია ჩაუტარდა. გარემონტდა ექსტერიერი და ინტერიერი, მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა და სველი წერტილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, მიმდინარე წლის მაისში დაიწყო...
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია იქნება. პარტიის ლიდერებმა ქებურია დადიანების სასახლის ეზოში წარუდგინეს ამომრჩეველს. დღესვე გახდა ცნობილი ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატების სიის პირველი ხუთეულიც. ესენი არიან: ბათლომე შელია, ირაკლი ღურწკაია, თინათინ თოდუა, ალექსი ლიპარტია და ალექსანდე ღვინჯილია. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. წყარო: იმედინიუსი
ბიბლიოთეკის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე და ა.(ა).ი.პ.  სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი რუსუდან მემარნიშვილი დაესწრნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 13 სასოფლო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, რომელთა წიგნადი ფონდი პერიოდულად ახალი წიგნებით ივსება. რუსუდან მემარნიშვილმა თხინვალის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართული და უცხოური ლიტერატურის უახლესი გამოცემები გადსცა. „ვულოცავ თხინვალის მოსახლეობას  ახალი ბიბლიოთეკის გასხნას. მადლობას ვუხდი მის დირექტორს წიგნადი ფონდის შენარჩუნებისა და დაცვისთვის. იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ადგილობრივების,...
ბესიკის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების ფარგლებში უკვე შეიცვალა გრუნტი, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და გაკეთდა სანიაღვრე ჭები. დამონტაჟდა ბორდიურები და დასასრულს უახლოვდება ტროტუარებზე დეკორატიული ფილების დაგება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აგრეთვე ბესიკის შესახვევის კეთილმოწყობაც. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 430 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.  
„ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია - პარტიის გადაწყვეტილებით, მარნეულის მერობის კანდიდატად კენჭს თეიმურაზ აბაზოვი იყრის. რაც შეეხება მარნეულის მერობის ყოფილ კანდიდატს, ამირან გიორგაძეს, ის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემგიორგაძის მხარდამჭერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, როგორც გიორგაძის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, მალხაზ სამაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მერობის ყოფილი კანდიდატის მხარდამჭერებად რჩებიან...
ისტორიული თატრის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2 წელში დასრულდება. ამის შესახებ თეატრის 149-ე სეზონის გახსნის ცერემონიალზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ განაცხადა. "ბედნიერი ვარ რომ ამ უმნიშვნელოვანეს ამბავს მე გაცნობებთ, დღეს ხელი მოეწერა და ვიწყებთ ზუგდიდის ისტორიული თეატრის სრულ რეაბილიტაციას, რისთვისაც დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი. დიდი დარბაზი გათვლილია 370 მაყურებელზე,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ბიბლიოთეკის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ახალკახათის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 1300-ით შეივსო, ხოლო გამგეობამ ბიბლიოთეკას საჩუქრად 100 წიგნი გადასცა. 2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი 8266 - ით შეივსო. უახლოეს მომავალში ახალი ბიბლიოთეკების გახსნა ორულუში, რიყესა და დიდინეძში იგეგმება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში, ევროპული სტანდარტების ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სკოლამდელი აღმზრდელობის დაწესებულება დღეს ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ, ბაღის აღსაზრდელებთან ერთად გახსნა. ზუგდიდის გამგებელმა ბაღის აღსაზრდელებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ახალი საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში სამი ჯგუფი განთავდა. სამივე მათგანს ინდივიდუალური საკონცერტო დარბაზი, სამზარეულო, სველი წერტილი და გარდერობი აქვს. საბავშვო...
საპროტესტო აქცია გაიმართა გვიან ღამით  "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან. შეკრებილებმა მმართველი პარტიის მიერ მარნეულის მერობის კანდიდატის შეცვლა გააპროტესტეს და პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს. 3 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. მარნეულის მერობის კანდიდატად კენჭს თეიმურაზ აბაზოვი იყრის. რაც შეეხება მარნეულის მერობის ყოფილ კანდიდატს, ამირან გიორგაძეს, ის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იქნება. ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ ქალაქ ფოთის ამომრჩეველს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, გოჩა კურდღელია წარუდგინეს. ზურაბ ალავიძის განცხადებით, მერობის კანდიდატს,როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, ძალიან კარგად ესმის მენეჯმენტი და ფოთის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს. "გოჩა კურდღლიას საკმაოდ საინტერესო ხედვები აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფოთი.დ არწმუნებული ვარ ის...
ორი ქალი და 16 მამაკაცი – „ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენილი 18 კანდიდატიდან, სამი ქალაქის დეპუტატია, 15 კი სოფლების. კანდიდატები „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრმა გიორგი კოპაძემ წარადგინა. „დიდი კვლევის შედეგად, შერჩეული იქნა საუკეთესოები საუკეთესოთა შორის. ჩვენი სიები განახლდა, დარჩნენ ის ძველი გამოცდილი მეგობრებიც, რომლებიც დიდი ხანია იბრძვიან და ბევრი სასიკეთო მოუტანეს,როგორც თემს,...
შეუძლოდ ყოფნის გამო, დღეს, ახალციხეში 70–მდე ბავშვი, საბავშვო ბაღში ვერ გამოცხადდა. მათ გულისრევა, მუცლის ტკივილი და მაღალი სიცხე აღენიშნებათ. საავადმყოფოში მიმართვიანობა არ წყდება, ბაღებში კი საკვებსა და სანიტარულ მდგომარეობას ამოწმებენ. მესამე დღეა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, მცირეწლოვანი ბავშვები შეჰყავთ. საავადმყოფოს ინფორმაციით, ამ სიმპტომებით, სამედიცინო დაწესებულებას, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 35–მა პაციენტმა მიმართა. „აქედან, მხოლოდ გუშინ 12...
კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. სატრანსპორტო პოლიტიკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების, სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემცირების, ტრანსპორტირებისა და მგზავრობის მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებს მოიცავს. კახა კალაძე აცხადებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს.  თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე მან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა. „დედაქალაქში არსებობს რაიონები,...
„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში პირველი, რასაც გააკეთებს მერიის, გამგეობებისა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაქვემდებარებული სტრუქტურებიდან დაცვას მოხსნის. როგორც გუგავამ  განაცხადა, მერთან მისასვლელად მოქალაქეებს ბარიერები არ უნდა სჭირდებოდეს. უფრო მეტიც, გუგავა აცხადებს, რომ იმ უნებში, სადაც მერიის ადმინისტრაციული შენობა არ იქნება, კარვებს გაშლის და მოქალაქეებს საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ იქ მიიღებს. „მერად მოსვლის შემთხვევაში პირველი რასაც გავაკეთებ,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ