„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში პირველი, რასაც გააკეთებს მერიის, გამგეობებისა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაქვემდებარებული სტრუქტურებიდან დაცვას მოხსნის.
როგორც გუგავამ განაცხადა, მერთან მისასვლელად მოქალაქეებს ბარიერები არ უნდა სჭირდებოდეს. უფრო მეტიც, გუგავა აცხადებს, რომ იმ უნებში, სადაც მერიის ადმინისტრაციული შენობა არ იქნება, კარვებს გაშლის და მოქალაქეებს საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ იქ მიიღებს.
„მერად მოსვლის შემთხვევაში პირველი რასაც გავაკეთებ, იქნება ის, რომ დაცვა უნდა მოიხსნას, როგორც მერის კარებიდან, ისე გამგეობებიდან და ყველა სახელმწიფო სტრუქტურიდან. ბუნებრივია თვითმმართველობის ფუნქციებში რაც შედის. არანაირი დაცვა არაა საჭირო, რომ ამომრჩეველი საკუთარ მრჩეველს შეხვდეს. დაცვის ბარიერები არ სჭირდება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა ეს ბარიერები.
მეტსაც გეტყვით, „გუგავა მოდისო“ აქედან რომ ამოვიდეთ, სადაც ადმინისტრაციული შენობა არ იქნება იქ მერი უნდა გავიდეს, გაშალოს კარავი და პირდაპირ იმ უბანში უნდა მიიღოს მოქალაქეები თავიანთ საჭირბოროტო საკითხებზე“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.
წყარო: აიპრესი