''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს''  საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელისის ქუჩის ამომრჩეველს და ნადარეიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს, ქალაქისა და კერძოდ, საბურთალოს განვითარებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო და მათი ინიციატივები მოისმინა. დავით უთმელიძის თქმით, თითოეული ადამიანის საჭიროებას აუცილებლად გაითვალისწინებს და გამოწვევების დაძლევაზე მუშაობას, ეტაპობრივად, მათთან ერთად დაიწყებს. ''ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის თითოეული...
"გიორგი ვაშაძე- ერთობა ახალმა საქართველომ" პრაიმერის საშუალებით საკრებულოს სიის პირველი ნომერი გამოავლინა. არჩევანი ხმათა უმრავლესობით ნანა ტოხვაძის სასარგებლოდ გააკეთდა. პრაიმერის საშუალებით ასევე განისაზღვრა საკრებულოს პროპორციული სიის რიგითობა. კანდიდატებს გამარჯვება "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიულოცა. "ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი პრეცედენტი შედგა. სიის პრაიმერი არის ქართულ არჩევნებში პირველი შემთხვევა, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. ღირსეული კანდიდატები გვყავს. თანმიმდევრობა ნაცვლად კულუარებისა პრაიმერის...
ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ცაიშის ქ.N17-სა და მარუაშვილის ქ.N50-ში შიდა ეზოების მოასფალტება მიმდინარეობს. რაიონში, ამ დროისთვის, ასფალტის საფარი 44 ეზოში დაიგო. ასფალტის საფარის დაგებამდე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. წლის ბოლომდე ასფალტის საფარი კიდევ 20 ეზოში დაიგება.
ზუგდიდის პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" შტაბის ხელმძღვანლის დათო კოდუას განცხადებით, მმართველი გუნდი ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს დარეგისტრირდება. ამის შესახებ კოდუამ "აიპრესს" თემის კომენტირებისას განუცხადა. "ამ წუთებში რეგისტრირდება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩვენი გუნდის ლიდერმა, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა,"-აღნიშნა კოდუამ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში კანდიდატების...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მარადისში გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 1 210 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია ასფალტ/ბეტონის საფარით. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 168 061 ლარია. ინფრასტრუქტურულ პროექტში დასაქმებულია 16 ადამიანი. პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.  
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ქალაქის მერობის სამი კანდიდატია დარეგისტრირებული. როგორც კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა „აიპრესს“ განუცხადა, ერთი საინიციატივო ჯგუფიდან დომენტი (ზვიად) სიჭინავაა, მეორე პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“ გოგიტა ბიგვავა, ხოლო მესამე ლევან კონჯარიაა "ნაციონალური მოძრაობას" წარმოადგენს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ კანდიდატს ლაშა გოგიას , რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა, ამდრომდე დარეგისტრირებული არ არის.ასევე, ამდრომდე "ევროპული...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ძეგლთა დაცვის სამინისტროს კიდევ ხუთი ეკლესიისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ვაზისუბანში კვირაცხოვლის, დავითიანის, ელიასა და თამარის სახელობის ეკლესიებს, ხოლო მელაანში კვირაცხოველს მიენიჭება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურისწარმომადგენლის თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ აღნიშნულ ობიექტებზე იურიდიული სამართლებრივი რეჟიმი ამოქმედდება. „სტატუსის მინიჭება ითვალისწინებს მათზე ფიზიკურ და ვიზუალურ არეალების დაცვას. 50...
თელავის №17 საოლქო საარჩევნო კომისიაში ქალაქის მერობის სამი კანდიდატია დარეგისტრირებული. როგორც კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ „აიპრესს“ განუცხადა, ამ დროსთვის რებისტირებულნი არიან შემდეგი კანდიდატები: ,,ახალი საქართველოდან,, თამარ ლამაზოშვილი, ,,ლეიბორისტული პარტიიდან,, ნიკოლოზ ვარდოშვილი, ხოლო ,,ტრადიციონალისტებიდან,, დევი დევიძე. "ამ დროისთვის დოკუმენტაციის ნაწილი რამდენიმე მერობის კანდიდატს აქვს შემოტანიი,ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს, შემოწმდება დოკუმენტაცია, რათა ხარვეზები თავიდან იქნას აცილებული და აღნიშნული კანდიდატების დარეგისტრირება მოხდება. რეგისტრაციის ვადა დღეს...
"საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან სერიოზულ პლატფორმას იქმნის ადმიანი, რომელსაც მიაჩნია რომ "გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება უფრო მნიშნელოვანია ვიდრე სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ყოფილ ენერგეტიკის მინისტრზე, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეზე აცხადებს. "სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მისი არჩევა თბილისის მერად მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენს მერიაში და დედაქალაში დაბრუნდება 90-იანები...
„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ბოლო წლებში, არჩევნებზე „ლეიბორისტები“ მუდმივად იმიტომ მარცხდებიან, რომ არჩევნები ყალბდება. როგორც „აიპრესთან“ ინტერვიუში გუგავამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში შესვლა იმიტომ მოახერხა, რომ პარტიას ჰქონდა მილიონები და ამასთანავე ბიძინა ივანიშვილის სატელიტურ პარტიას წარმოადგენდნენ. „ეს დაკავშირებულია იმ გლობალურ პრობლემასთან, რასაც ოლიგარქია, არჩევანის გაყიდვა და ხმების გაყალბება ჰქვია. ევროპის სივრცეში ერთადერთი პარტია...
ევროპული საქართველოს სენაკის მერობის კანდიდატი სამეგრელოს რაიონში მოსახლეობას შეხვდა. მურად შამათავამ, დავით ბაქრაძესთან ერთად რეგიონში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. მთავარი აქცენტი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე გამახვილდა. წყარი: 1tv.ge  
რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღასთან ადგილობრივ მწყემსებს „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ აკავებენ. „ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ აიბღაში, რუსმა მესაზღვრეებმა ჩვენს ტერიტოირაზე საზღვრის უკეთ კონტროლისთვის გადმოინაცვლეს. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს ისინი აფხაზ მწყემსებს აპატიმრებენ“, - ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა, - წერს ვებ პორტალი „ეხო კავკაზა“. კვარჩიას განმარტებით, რუსი მესაზღვრეების...
ის იყო თვითმმართველი ქალაქის - თელავის პირველი და უკანასკნელი არჩეული მერი. ამბობს, რომ ამ პერიოდში ქალაქისთვის ბევრი მტკივნეული პრობლემა გადაჭრა, ბევრის გადაწყვეტაც დაიწყო. თავდაპირველად, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, შემდგომ პოზიცია რადიკალურად შეცვალა. როგორ ხსნის პოზიციის ცვლილებას, რისი გაკეთება შეძლო, რა პრობლემებს ხედავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, ამაზე droa.ge-ს თელავის ჯერ კიდევ მოქმედი მერი, პლატონ კალმახელიძე...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოფელ დიღმისა და დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. კახა კალაძე სოფელ დიღმის მცხოვრებლებს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობას დაჰპირდა და განუცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. „ეს საკმაოდ ძვირადღირებული და მასშტაბური პროექტია, თუმცა გადაწყდა, რომ ის მომავალი წლის ბიუჯეტში...
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის ამომრჩეველს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაშენებულ დაზღვევას შესთავაზებს. თენგიზ შერგელაშვილი 400 ათასი თბილისელისთვის, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები შეეხო და დაფინანსება შეუმცირდა, დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 400 ათასზე მეტ თბილისელს დაფინანსება შეუმცირდა, რამაც მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა დაამძიმა. მოსახლეობა დაუფინანსებელი ნაწილის თანადაფინანსებას ან საკუთარი ჯიბიდან ახდენს, ან მიმართავს რაიონულ...
გარდაბანში, რაიონის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა მმართველი გუნდისგან მერობის კანდიდატად მოქმედი გამგებლის გოჩა ჯამარაულის დასახელებას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, „ქართული ოცნება“ რამაზ ბუდაღაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს და მისი წინასაარჩევნო ბილბორდები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში უკვე გააკრეს. ქუჩაში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა განმარტავს, რომ არჩევნებში ბუდაღაშვილს მხარს არ დაუჭერენ. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ