“გიორგი ვაშაძე- ერთობა ახალმა საქართველომ” პრაიმერის საშუალებით საკრებულოს სიის პირველი ნომერი გამოავლინა. არჩევანი ხმათა უმრავლესობით ნანა ტოხვაძის სასარგებლოდ გააკეთდა. პრაიმერის საშუალებით ასევე განისაზღვრა საკრებულოს პროპორციული სიის რიგითობა. კანდიდატებს გამარჯვება “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიულოცა.
“ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი პრეცედენტი შედგა. სიის პრაიმერი არის ქართულ არჩევნებში პირველი შემთხვევა, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. ღირსეული კანდიდატები გვყავს. თანმიმდევრობა ნაცვლად კულუარებისა პრაიმერის მეშვეობით გადაწყდა. ვფიქრობ, რომ პროცესი აბსოლუტურად ობიექტური იყო და ვულოცავ თითოეულ მონაწილეს ამ შედეგებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ერთობა ახალი საქართველო” კანდიდატთა სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს შეიტანს.
წყარო: ინტერპრესნიუსი