“საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან სერიოზულ პლატფორმას იქმნის ადმიანი, რომელსაც მიაჩნია რომ “გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება უფრო მნიშნელოვანია ვიდრე სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ყოფილ ენერგეტიკის მინისტრზე, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეზე აცხადებს.
“სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მისი არჩევა თბილისის მერად მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენს მერიაში და დედაქალაში დაბრუნდება 90-იანები წლების მსგავსი კორუფციული მმართველობა. არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან სერიოზულ პლატფორმას იქმნის ადმიანი, რომელსაც მიაჩნია რომ “გაზპრმთან“ დადებული ხელშეკრულება უფრო მნიშნელოვანია ვიდრე სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები. კალაძე უარს აცხადებს შეკითხვები გასცეს იმ ხელშეკურებასთან დაკავშრებით, რომელიც მან გააფორმა პირდაპირ რუსეთის პოლიტიკური გავლენის აგენტთან “გაზპრომთან“. ეს იქნება დამაზიანებელი სახელმწიფო ინტერესებისთვის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს კალაძეს ეს პოლიტიკური პლატფორმა“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში “გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
წყარო: ipress.ge