გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 458 180 ლარია. ძიუდოს დარბაზის ფართი 370 კვ მეტრია, ხოლო სპორტული კომპლექსის საერთო ტერიტორია 600 კვ მეტრს შეადგენს. 200 მაყურებელზე გათვლილ დარბაზში 300 ბავშვის მომზადება იქნება შესაძლებელი. დარბაზის გახსნას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა. წყარო: 1ტვ  
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ტყიბულის რმუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში, ქვის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვის დამუშავება და მოჩუქურთმება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შპს „გაზკო“ წარმოების დასაწყებად და საწარმოს მოსაწყობად 353 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. მათივე ცნობით, საწარმო წლიურად მინიმუმ 2 000 მ3 პროდუქციის წარმოებას...
დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარტიაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ გუშინ სენაკში პარტიის წარმომადგენელი გაიტაცეს და სცემეს. ლორთქიფანიძის ცნობით, სენაკის 64-ე საარჩევნო ოლქის მე-15 უბნის კომისიის წევრი დემოკრატიული მოძრაობიდან, 21 წლის ანატოლი ღვინჯილია ორმა პირმა ძალის გამოყენებით გაიტაცა და ფიზიკურად გაუსწორდა. ის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ანატოლი ღვინჯილიას მამა მათი პარტიის...
თელავის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის 10 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან, მანდატის მოპოვებას სამი ქალი შეეცდება.  ესენი არიან: “ევროპული საქართველო" - ლელა მენთეშაშვილი; “გიორგი ვაშაძე- ახალი საქართველო" - თამარ ლამაზოშვილი; “ახალი ქრისტიან-დემოკრატები"- ფიქრია შაბურიშვილი. საოლქოს მონაცემებით, პარტიული სიებით განაცხადი ჯამში, 12-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გააკეთა. პირადი განცხადების საფუძველზე კი კანდიდატურა სამმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ცოტა ხნის წინ მოხსნა. თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიაში...
შენების მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში იმ პრობლემენზე ილაპარაკა, რომლებიც დედაქალაქშია. მათ შორის ჰაერის დაბინძურების, უკანონო მშენებლობების, პარკირების, გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობისა და გამწვანების შესახებ. თენგიზ შერგელაშვილის თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი პრობლემები გამოწვეულია ტრანსპორტისა და შენობების სიმრავლითა და ნარგავების მცირე რაოდენობით. რაც შეეხება პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შერგელაშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ ქაოტური მდგომარეობაა. "პარკინგში ქაოტური მდგომარეობა გვაქვს და...
11 ოქტომბერს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში რძის გადამამუშავებელი ახალი მეურნეობა გაიხსნა.თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „თელეთის ყველის სახლი“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მამუკა კვარაცხელიამ ქვემო ქართლის გუბერნატორთან, გრიგოლ ნემსაძესთან ერთად გახსნა. თელეთის ყველის სახლის“ შემნახველ მეურნეობაში თვეში 45 ტონარძე გადამუშავდება. საწარმოში დასაქმებული 20 ადამიანიდან 10 ადგილობრივი მუშახელია....
„დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, „თბილსერვისიდან“ უკანონოდ გათავისუფლებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სასამართლო პროცესი, რომელიც 1 წლის და 8 თვის მანძილზე გრძელდებოდა, დასრულდა. პარტიის ცნობით, შრომით დავაში გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იცავდა. „თბილსერვისიდან“ თანამშრომლები 2016 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზი ამ უკანასკნელთა მხრიდან შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია იყო. სასამართლომ „თბილსერვისიდან“ გათავისუფლებული 4 პირის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, მათი გათავისუფლება უკანონო...
როგორც "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: "სახელისუფლო "მეწარმე" მაფიოზების გულქვაობის გამო, რომლებიც ხარჯების დაზოგვის მიზნით არ იცავენ შრომის უსაფრთხოების წესებს, ბოლო წლებში ასეულობით მუშა- მოსამსახურე გარდაიცვალა და დაშავდა." გუგავა აცხადებს, რომ შეაჩერებენ ყველა მშენებლობასა და სამეწარმეო პროცესს, სადაც დაცული არ იქნება შრომის უსაფრთხოების წესები და საფრთხის წინაშე იქნება დაქირავებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. "უბედური შემთხვევის დროს...
ბრიტანული გამოცემა BBC ჭიათურის საბაგიროების შესახებ ვიდეოს აქვეყნებს. "ჭიათურის დაჟანგებული საბაგიროები ყოფილ საბჭოთა საქართველოში 1950-იანი წლების შემდეგ არ განუახლებიათ ან შეუცვლიათ. ადგილობრივთა ნაწილი საბაგიროებს "რკინის კუბოებს" ეძახის. თუმცა, ამ დასახელების მიუხედავად, ადგილობრივები სამსახურში წასასვლელად მათით მაინც სარგებლობენ. მაღალი ხეობის თავზე გამოკიდული, ქალაქით გარშემორტყმული საბაგიროებით გადაადგილება ხუთ წუთშია შესაძლებელი, ანუ იმაზე სწრაფად, ვიდრე ავტობუსით. https://www.youtube.com/watch?v=w3MEu5FfJ3M იმ დროს, როცა ეს მაღაროელებისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, საბაგიროთი მგზავრობა იმდენად...
თბილისის მერობის კანდიდატი "ახალი საქართველოდან" გიორგი ვაშაძე აცხადებს,  რომ მერად არჩევის შემთხვევაში თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე იზრუნებს. როგორც ვაშაძემ განაცხადა, აპირებს რომ შემოიყვანოს ეკოლოგიურად სუფთა - ელექტრო ტრანსპორტი. ასევე გეგმავს, რომ იმუშავოს მეტროს განვითარების მიმართულებით, განსაკუთრებით ეს ეხება მეტროს მიწისზედა ხაზების დამატებას. " ჩვენ პროგრამაში ყველა მიმართულება ვადებით გაწერილი გვაქვს. მთავარ აქცენტს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გავაკეთებთ. იქნება ელექტროავტობუსებისა და ელექტრო საზოგადოებრივი ტრანსპოპორტის განვითარება....
არჩევნებამდე 9 დღით ადრე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“   შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტური პასუხისთვის“ გახდა ცნობილი.  ჟურნალისტთან საუბრისას, რევაზ ზოიძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.  ის ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის გამო, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ვერ ახერხებს. „მკურნალობას ვაპირებ საზღვარგარეთ, იძულებული ვარ კანდიდატურა მოვხსნა“ - განაცხადა პატრიოთა ალიანსის შუახევის მერობის კანდიდატმა. რევაზ ზოიძის განმარტებით, გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ პარტიის რეგიონულმა...
"სკოლაში "კრანი" გააკეთა მოხელემ 10 დღის წინ და ის უნდა შემემოწმებინა. ამიტომ ვიმყოფებოდი დღეს სკოლაში ჩემო კარგო. სად მცალია მე, პოლიტიკურ საქმეებში ჩასართავად, დავდივარ უბნ-უბან და ხალხს ვეხმარები, ამ ფაროსანების შეწამვლაზე" - ასე პასუხობს ბახვის თემში გამგებლის წარმომადგენელი გოჩა შარაშენიძე მშვიდობაურის საჯარო სკოლის პედაგოგის ბრალდებას. შარაშენიძის თქმით, ის მშვიდობაურის სკოლას ხშირად სტუმრობს, როცა დირექტორი დახმარებას სთხოვს:  "მარტო დღეს კი არა,...
ძნელაძის ქუჩის მაცხოვრებლები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ. ამის მიზეზად მოსახლეობა გადათხრილ და მიტოვებულ გზას ასახელებს . მათი განმარტებით უკვე ამორტიზირებული გზა მისი კეთილმოწყობის მიზეზით გადათხარეს , ნაწილი დააგეს, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანეს და უკვე 2 კვირაა ძნელაძის ქუჩის მაცხოვრებლები საკუთარ სახლებში პატიმრებად არაინ ქცეული. თუ როდის გაგრძელდება ან გაგრძელდება თუ არა სამუშაობი მსახლეობისთვის უცნობია. მათ მხოლოდ მუშების ზედამხედველისგან...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის. ორგზის პარლამენტარი – 2004 წელს პროპორციული სიით არჩეული, ხოლო 2008-2012 წლებში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა მაღლაკელიძე კენჭს საარჩევნო ბლოკიდან „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ იყრის; რკინიგზელი გულადი (გია) ყრუაშვილი ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია საარჩევნო ბლოკიდან – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“; პროფესიით ექიმი, 2007-2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დღეს საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი მერობის კანდიდატია საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი...
წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირში, საბავშვო ბაღის შემოსაღობად 20 ათას 193 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტი აცხადებს. უწყების ცნობით, სატენდერო წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 კალენდარული დღე განისაზღვრება. მიმწოდებელი ვალდებულია, ამავე ვადაში წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე. წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"
ქუთაისის # 59 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა ბრიფინგი გამართა. ოსეფაიშვილის განცხდებით, შემცირდა როგორც მერობის, ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების რაოდენობა. "მერობის ორმა კანდიდატმა "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" წარმომადგენელმა აკაკი ლოლომაძემ და "ახალი ქრისტიან დემოკრატების" კანდიდატმა გოგიტა გოგელაშვილმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. მასთან ერთად კანდიდატურები მოიხსნეს ამ ორგანიზაციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა"-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რჩება მერობის 8 კანდიდატი. მაჟორიტარობის კანდიდატები კი 86-დან  81-მდე შემცირდა, ისინი კენჭს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ