შერგელაშვილი: თბილისში ჰაერის პრობლემა ტრანსპორტით, შენობებითა და ნარგავების სიმწირითაა გამოწვეული

733

შენების მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა “იმედის” პირდაპირ ეთერში იმ პრობლემენზე ილაპარაკა, რომლებიც დედაქალაქშია. მათ შორის ჰაერის დაბინძურების, უკანონო მშენებლობების, პარკირების, გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობისა და გამწვანების შესახებ.

თენგიზ შერგელაშვილის თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი პრობლემები გამოწვეულია ტრანსპორტისა და შენობების სიმრავლითა და ნარგავების მცირე რაოდენობით.

რაც შეეხება პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შერგელაშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ ქაოტური მდგომარეობაა.

“პარკინგში ქაოტური მდგომარეობა გვაქვს და ყველა კანდიდატი ცდილობს თქვას, ვინ უფრო მალე გააგდებს სითი პარკს”, – განაცხადა შერგელაშვილმა.

ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებით, შერგელაშვილი ამბობს, რომ დედაქალაქში “ხშირად საცობების ადგილებში ტაქსების რაოდენობა 18-20%-მდეა” და ასევე დასძენს, რომ სამარშრუტო ტაქსები არ უნდა იყოს მგზავრების გადაყვანის მთავარი ტრანსპორტი.

თბილისის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით კი მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ თბილისის არცერთი ხელისუფლება მშენებლობებთან დაკავშირებით წესრიგის დამყარებაზე მოწადინებული არ იყო. “სამწუხაროდ, ურბანული რეფორმა, რომელიც 2013 წელს დავიწყეთ, დაამუხრუჭეს”, – დასძენს შერგელაშვილი.

წყარო: იმედინიუსი