საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან,  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მშრალ ხევზე, ახალი სახიდე გადასასვლელის  სამშენებლო სამუშაოებს ვადაზე ადრე ასრულებს. არსებული 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, აშენდა ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდა. ხიდზე ჩატარებულ სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გაეცნო. პროექტის ფარგლებშo განხორციელდა:...
საახალწლო მოწყობილობების ნაწილი არის ამორტიზებული, ამიტომ მივიღეთ ახალი განათებების და ილუმინაციების შესყიდვის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საახალწლო განათებებზე გამარტივებულ ტენდერთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კონტრაქტის გაფორმებამდე ხარისხთან და გარანტიებთან დაკავშირებით მოკვლევა ჩატარდა. ”საახალწლო მოწყობილობების ნაწილი არის ამორტიზებული, შესაბამისად, მათი შეკეთება საკმაოდ ძვირი და არაეფექტური იქნებოდა. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი განათებების და ილუმინაციების შესყიდვასთან დაკავშირებით. რაც...
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, თბილისში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია ტარდება. ღონისძიება ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, ადგილობრივი დემოკრატიების სააგენტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორმა ნინო თვალთვაძემ გახსნეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებინ. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, კონფერენციაზე...
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში 28 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 22 პოლიტიკური გაერთიანება, 5 საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფი გატარდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა. ცესკო-ს თავმჯდომარე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საარჩევნო სუბიექტებსა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშს აცნობს. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ...
12 ოქტომბერს №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქ. ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფრომაციო განყოფილების უფროსის ხათუნა შარაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა, ქ. ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფრომაციო განყოფილების უფროსის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტი, კერძოდ - ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიბმული იყო პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ფეისბუქ-გვერდი,...
მე პირადად, ვერ ვხედავ ვერც შევჩენკოს განცხადებაში და ვერც მალდინის მიერ კონკრეტული აზრის გამოხატვაში საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევას და ამ კონკრეტულ შემთხვევებში არანაირად არ შემდგარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რითაც შესაბამის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, ეს მატჩი არ ყოფილა წინასაარჩევნო მიზნებისთვის ორგანიზებული. “ამასთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვმართეს....
ავტორი დავით ლოსაბერიძე - ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დღეისათვის საქართველო (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) დაყოფილია 64 მუნიციპალიტეტად, რომლებიც, თავის მხრივ, დედაქალაქად, აჭარის ავტრონომიურ რესპუბლიკად და 9 რეგიონად ჯგუფდება. აჭარისაგან განსხვავებით, რეგიონები არ წარმოადგენენ იურიდიულ სუბიექტებს. მართალია, ამ ტერიტორიებზე არსებობს მხარეში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის - გუბერნატორის თანამდებობა, მაგრამ მხარეს არ გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი, საკუთარი უფლებამოსილებები, შემოსავლები და არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოები. ეს სამი მახასიათებელი,...
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა “TOYOTA CENTER MESTIA" დააჯარიმა. უწყების განმარტებით, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა მონიტორინგის დროს სამშენებლო ობიექტზე გამოავლინა დარღვევა. კერძოდ, მშენებლობა არ მიმდინარეობდა გაცემული სანებართვო პირობების შესაბამისად. ნებართვით გაცემული განაშენიანების მოცულობა საგრძნობლად აღემატებოდა რეალური განაშენიანების ფართობს (პროექტში მითითებულია 467 მ², ხოლო რეალურად 1081 მ²–ია), ხოლო მეორე მშენებარე ნაგებობა სრულიად აცდენილია განაშენიანების საპროექტო არეს. მოქალაქეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ ამ...
ზუგდიდში, სოფელ კახათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. აზიური ფაროსანა მოსავლის განადგურების შემდეგ მათ საცხოვრებელ სახლებს შეესია. ადგილობრივების პრობლემას გაეცნენ ევროპული საქართველოსლიდერი გიგი უგულავა და ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია. ადგილობრივების განცხადებით მძიმე სოციალურ ფონს ბანკის ვალები დაემატა, რომელიც განადგურებული მოსავლის გამო ვერ დაფარეს. წყარო: 1ტვ
კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ურბანული განვითარების, ტრანსპორტის განახლების, ძველი უბნების რეაბილიტაციისა და ეკოლოგიური გაუმჯობესების საკითხებს. „ქაოტური განაშენიანება გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ეს 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არ მივიღეთ მკაცრი გადაწყვეტილებები, ასე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში“, ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვის ნაგვის ურნები შეიძინა. ალგეთის ტერიტორიაზე, ურნების განთავსება ა(ა)იპ „სუფთა მარნეულმა“ უზრუნველყო. პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნა 33 ურნა. შეძენილი ურნებიდან 23 ალგეთის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი 10, საჭიროებისამებრ, სხვადასხვა ადგილებზე განთავსდება. https://www.youtube.com/watch?v=AlLIkq_kP64&feature=youtu.bedroa.ge
ცაგერში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალუდა კვირიკაშვილმა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა. ალუდა კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ის 2012 წლიდან ქართული ოცნების წევრია და დამოუკიდებლად კენჭისყრა შეცდომა იყო, რითაც პრემიერს და პარტიას დაუპირისპირდა. ალუდა კვირიკაშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ განცხადებას არჩევნების დასრულების შემდეგ გააკეთებს. მან მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, ხმა ქართული ოცნების კანდიდატს ავთანდილ უგრეხელიძეს მისცენ. წყარო:...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განცხადებით ზესტაფონობის დღესასწაული და „ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს გაიმართება. მასობრივი კულტურული და სახალხო ღონისძიებების აღნიშვნა 14 საათიდან დაიწყება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორია) მოეწყობა სპეციალური დეკორაციები, წარმოდგენილი იქნება იმერული სამზარეულო. იგეგმება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა. ჩატარდება ღვინის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც იმერული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მწარმოებელთა გამოვლენას ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან საუკეთესო ღვინის მწარმოებლები,...
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. კახა კალაძემ  მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და თბილისის განვითარების გეგმაზე ესაუბრა. "გამწვანება, გარემოს დაცვითი სტანდარტების გამკაცრება, დაბინძურების პრევენცია, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რომლებიც ჩვენ გვაქვს. სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა საჭიროებს გაფართოებას და გაუმჯობესება", - აცხადებს კალაძე .  მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე შვიდპუნქტიან გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს. წყარო: 1ტვ  
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის სიმღერა გაავრცელა. ინაშვილმა ამომრჩევლისთვის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მაია დათუნაშვილის წარდგენისას სიმღერა - "შენ იქნები ადამი, მე ვიქნები ევა" შეასრულა.  ამომრჩევლებისთვის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მაია დათუნაშვილმაც იმღერა. https://www.youtube.com/watch?time_continue=21&v=waJG5WMFxLk წყარო: 1tv.ge
მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ 16 ოქტომბერს გაიხსნება. ინფორმაცია  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაადასტურეს. მეტროსადგური „უნივერსიტეტის“ გახსნაში  პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მიიღებენ მონაწილეობას, მოსახლეობა კი ახალი მეტროსადგურით სარგებლობას 16 ოქტომებრს, საღამოს საათებიდან შეძლებს.  თბილისის მეტროპოლიტენისთვის ეს რიგით 23-ე მეტროს სადგური იქნება. მეტრო "უნივერსიტეტის" განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია. წყარო:...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ