მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ 16 ოქტომბერს გაიხსნება. ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაადასტურეს.
მეტროსადგური „უნივერსიტეტის“ გახსნაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მიიღებენ მონაწილეობას, მოსახლეობა კი ახალი მეტროსადგურით სარგებლობას 16 ოქტომებრს, საღამოს საათებიდან შეძლებს.
თბილისის მეტროპოლიტენისთვის ეს რიგით 23-ე მეტროს სადგური იქნება. მეტრო “უნივერსიტეტის” განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.
წყარო: 1ტვ