“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
კახა კალაძემ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და თბილისის განვითარების გეგმაზე ესაუბრა.
“გამწვანება, გარემოს დაცვითი სტანდარტების გამკაცრება, დაბინძურების პრევენცია, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რომლებიც ჩვენ გვაქვს. სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა საჭიროებს გაფართოებას და გაუმჯობესება”, – აცხადებს კალაძე .
მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე შვიდპუნქტიან გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.
წყარო: 1ტვ