ზუგდიდში, სოფელ კახათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. აზიური ფაროსანა მოსავლის განადგურების შემდეგ მათ საცხოვრებელ სახლებს შეესია.
ადგილობრივების პრობლემას გაეცნენ ევროპული საქართველოსლიდერი გიგი უგულავა და ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია.
ადგილობრივების განცხადებით მძიმე სოციალურ ფონს ბანკის ვალები დაემატა, რომელიც განადგურებული მოსავლის გამო ვერ დაფარეს.
წყარო: 1ტვ