„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის დავით აქუბარდიას ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში 65-ე უბანზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ტელეფონი წაართვა. „კომისიის თავმჯდომარე რომეო ბულია ხმამაღლა ესაუბრებოდა კომისიის წევრს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე. მან ჩათვალა, რომ ჩვენი დამკვირვებელი ტელეფონით იღებდა მის საუბარს“ , - აღნიშნა აქუბარდიამ. მისივე ცნობით, ინციდენტი, მალევე ამოიწურა და მობილური ტელეფონი მფლობელს დაუბრუნეს. ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო...
დიდუბეში 34-ე, 35-ე და 36-ე უბნებთან, ასევე, ვაკეში 51-ე უბანთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, შავებში ჩაცმული მამაკაცები დგანან და წინასწარ შედგენილ სიებში ინიშნავენ ამომრჩევლის მისვლას, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელმა ცესკო-ში ივანე ნორაკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა. ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ ეს არის დარღვევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას როგორც ცესკო-ს,...
ქუთაისის #26–ე საარჩევნო უბნის წინ, შესასვლელთან გაკეთებულია წარწერა „მე ვირჩევ 41“-ს. მსგავსი წარწერაა 27-ე უბნის მიმდებარედაც. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე აგიტაცია იკრძალება. საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მათ უბნის გარე პერიმეტრზე რეაგირების შესაძლებლობა არ აქვთ. მისივე განცხადებით, მსგავს ფაქტებზე რეაგირება პრევენციის მიზნით საპატრულო პოლიციას ევალება. წყარო: ინტერპრესნიუსი
მარნეულში რვა საარჩევნო უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს არ უშვებენ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა მარნეულში აჰმედ იმამყულიევმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც იმამკულიევმა აღნიშნა, მათი პარტიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ საშუალება შევიდნენ უბანზე და დააკვირდნენ არჩევნების პროცესს. ”ამჟამად ცუდი ვითარებაა რვა უბანზე, ჩვენ დამკვირვებლებს არ უშვებენ. უბნების გარეთ ხდება ”ქართული ოცნების” აქტივისტების მობილიზება და ისინი ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ამომრჩეველზე. ასევე ფიზიკური დაპირისპირების...
დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. თუმცა, ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, ასევე ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი შემთხვევა (ძირითადად თბილისში). ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება...
საია-ს ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლის არაერთი შემთხვევა, ძირითადად თბილისში. როგორც საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო...
დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა...
ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, მთელი დღის განმავლობაში, მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=g72vQ2ZOSUc
ხვალ, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ხვალ მოქალაქეებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის მერი და 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი უნდა ავირჩიოთ. რა მოხდება, თუ არ წავალთ არჩევნებზე? მოხდება ის, რომ არჩეულ მერსა თუ საკრებულოს წევრს არ ექნება ჩემი, შენი და იმ ადამიანების ლეგიტიმაცია, ვინც არჩევნებში მონაწილეობა დავიზარეთ, ან „მაინც არაფერი გვეშველება“-ს პრინციპით უარი ვთქვით, ან კიდევ ამ ფორმით გამოვუცხადეთ...
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გასაშუქებლად, ჯამში, 82 მედიაორგანიზაციას აქვს მიღებული შესაბამისი აკრედიტაცია.  თუმცა, ნეტგაზეთმა მათ შორის აღმოაჩინა ორი ორგანიზაცია, რომლებიც დაახლოებით ორი თვის წინ დაფუძნდნენ და, ჯამში, 3183 წარმომადგენელზე მოითხოვეს ჟურნალისტის აკრედიტაცია. ეს მაშინ, როცა საქართველოში მოქმედ სამ უმსხვილეს ტელეკომპანიას (საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი 2-სა და იმედს), ჯამში, 536 ჟურნალისტი ჰყავთ აკრედიტებული. ნეტგაზეთმა ასევე გაარკვია, რომ ამ...
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და გიორგი ახვლედიანმა მარჯანიშვილის ქუჩაზე „იეჰოვას მოწმეების სააგიტაციო პუნქტის დემონტაჟი განახორციელეს. კახა კუკავას განცხადებით, „სხვადასხვა რელიგიური სექტების ზღვარგადასული პროპაგანდა, რეალურად წარმოადგენს არა აღმსარებლობის თავისუფლებას, არამედ - პროზელიტიზმს“. მისივე განცხადებით, ეს შეუთავსებელია ქართულ კულტურულ და ტრადიციულ ფასეულობებთან. წყარო: ინტერპრესნიუსი
21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის ელჩებიც დააკვირდებიან. დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, აშშ-ის, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები ამ მიზნით თბილისის ცენტრსა და გარეუბნებში რამდენიმე საარჩევნო უბანს ეწვევიან. „21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, აშშ-ის, ჰოლანდიის და ბრიტანეთის საელჩოებსა და USAID-ს საქართველოს მასშტაბით 15 სადამკვირვებლო ჯგუფი ეყოლება“, – აცხადებენ საელჩოში. წყარო: ინტერპრესნიუსი
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  მხარდამჭერებს მოუწოდა, ხვალ, 21 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. "მოგეხსენებათ ხვალ საქართველოს მასშტაბით იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის უნდა ანდოს საკუთარი ქალაქის, მუნიციპალიტეტის მართვის მომავალი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საარსებო გარემოს, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის...
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებისთვის“ ემზადება. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა დამენიას თქმით, „ქართული ოცნება“ შეეცდება „კარუსელი“ დაატრიალოს. „გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ კომისიის წევრებს მისცა დავალება, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების ბიულეტენებზე არ მოაწერონ ხელი და არ დასვან ბეჭედი. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ბიულეტენი გაბათილდა. იგივე ხერხს მიმართავს ახლაც მმართველი პარტია. ასევე ისინი...
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თუ თბილისის მერი გახდება, თბილისში გამგეობებს გააუქმებს. მისი განცხადებით, გამგეობების ნაცვლად დედაქალაქში 32 სერვისცენტრი იქნება. ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს, დღეს საღამოს შევთავაზებთ. "მთავარი ის არის, რომ თბილისის მერია პარტიული დასაქმების ადგილი არ უნდა იყოს, როგორც ეს ხდებოდა წინა მერების შემთხვევაში. გამგეობებს გავაუქმებ და იქნება 32 სერვისცენტრი დედაქალაქში. აი როგორც არის იუსტიციის სახლები....
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და მედიას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შესახებ. უცვლელად გთავაზობთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას: „21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. 21 ოქტომბერს ამომრჩევლები  64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ