დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საუბნო კომისიას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს. მალხაზ ჯაბანაშვილის ინფორმაციით, მას არჩევნები მოგებული ჰქონდა - 3 ხმით უსწრებდა ოცნების კანდიდატს, ლადო უზნაძეს და ამიტომ, კომისიამ სამთავისის 28-ე უბანზე ხელმეორედ დაიწყო ხმების დათვლა. უბანთან შეკრებილები არიან ორივე კანდიდატის მხარდამჭერები. ისინი შედეგების გაბათილებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ხმების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს. წყარო: იმედინიუსი ფოტო: იმედინიუსი
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას თბილისში ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა ჟურნალისტური საქმიანობისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ლიბერალის“ რედაქტორს. ბათუმში კი N12 და N63 საარჩევნო უბნებთან "რუსთავი 2-სა" და "ობიექტივის" ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, ვინაიდან მათი თქმით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, მათ კოორდინატორებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს...
ამომრჩევლებმა თბილისში ჯეიმს ბონდი, ქუთაისში კი ჯონი დეპი "შემოხაზეს". თბილისის მერის საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველმა მოქმედი ყველა კანდიდატი დაიწუნა და სიას ჯეიმს ბონდი მიაწერა, ხოლო ქუთაისში, 27-ე უბანზე ამომრჩეველმა მოქმედ კანდიდატებს ჯონი დეპი ამჯობინა. ბიულეტენების ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
2017 წლის 21 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს წევრებისა და მერების არჩევის მიზნით გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.  მონიტორინგმა ცხადყო, რომ არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე გადაამოწმეს დარღვევების შესახებ ცხელი ხაზისა თუ მედიის საშუალებით მიღებული ინფორმაცია. დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, კომისიის...
დმანისში, სოფელ ირგანჩაიში 50-ე საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მოქმედი გამგებლის მოადგილის განცხადებით უბანში ხმების რაოდენობას ამ დრომდე ითვლიან და უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან როგორც “ქართული ოცნების“, ასევე “შენების მოძრაობის“ მხარდამჭერები. გამგებლის მოადგილის განცხადებით, სამართალდამცველები პრევენციის მიზნით გამოიძახეს და ელოდებიან როდის დასრულდება ხმების დათვლის პროცესი. ზაზა გუშუანის განცხადებით კომისიის წევრებს მობილური ტელეფონებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ და მათი ინფორმაციით ირგანჩაის ორმოცდამეათე უბანზე ხმებს...
ცესკოს შედეგების შეჯამების ცენტრმა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმების  მონაცემების სპეციალურ პროგრამაში შეყვანა დაიწყო. https://www.youtube.com/watch?v=wPfzfp4zVa8 "2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და დემოკრატიულად ჩატარების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე", - აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის...
ეგზიტპოლის მონაცემებით, ქუთაისში მერობის პრეტენდენტებს შორის პირველ და მეორე ადგილებზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები გავიდნენ. “ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ, რომელმაც ეგზიტპოლების მიხედვით თვითმმართველობის არჩევნებში 56%-ით გაიმარჯვა, მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მეორე ადგილზე გასული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კი მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს მადლობას უხდის. ვაშაძის თქმით, რომ არა ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა და მოსყიდვის ფაქტები, ის და მისი...
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს ყველაზე პრობლემური იყო მარნეულის საარჩევნო ოლქი. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები შედარებით მასშტაბურად დააფიქსირეს #მარნეულის საარჩევნო ოლქის 10 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, დარღვევებს განმეორებადი ხასიათი ჰქონდა მარნეულის 31-ე, 18-ე და 50-ე...
ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, კენჭისყრამ, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა. დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მშვიდი და სამართლიანი კენჭისყრის პროცესი პანკისის ხეობის სოფლებში, სადაც სიმშვიდე იყო საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზეც. კენჭისყრის პროცესმა, ასევე, მშვიდად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში (ტირძნისი, ტყვიავი,...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფება პარლამენტის წევრი სერგო რატიანი და "ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმამედ იმამკულიევი. ასევე ადგილზე არის მარნეულის გამგებელი თამაზ ნავერიანი. როგორც “ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანზე კანონმდებლობით 18:00 საათზე უნდა მიეტანათ, თუმცა  კომისიის წევრებმა ყუთი 19:00 საათის შემდეგ მიიტანეს. სიტყვიერი დაპირისპირება იყო აჰმედ იმამკულევსა და თამაზ ნავერიანს შორის....
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა (1569992) მიიღო მონაწილეობა. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 43.4%. საღამოს 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. როგორც ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 20:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 43.31%. „დღეს, ცესკოს სატალეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საარჩევნო უბნებში 73 საჩივარი, ოლქში - 61 საჩივარი და 151 შენიშვნა დაწერა. 18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: გლდანის ერთ-ერთ უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრმა მიიღო სმს შეტყობინება, რომლის თანახმადაც ნომერზე (598 4323 87) სმს-ით ან ზარით უნდა ეცნობებინა „ინფორმაცია უბანზე მოსული ამომრჩევლის, მერის მომხრეების, (ქართული) ოცნების მომხრეების და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობის შესახებ...
„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევები: რუსთავის #20 საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის პროცედურის დარღვევა. კერძოდ, ამომრჩეველს მარკირება გაუკეთდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმებამდე. აღნიშნული პირი არ აღმოჩნდა საუბნო საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე შესაბამის კომისიის წევრს დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობა. ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ ,,ქართული...
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლის მიერ მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 59 საარჩევნო უბანზე (სოფელი იმირი) დაფიქსირდა პირველ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, ხოლო მეორე შემთხვევაში აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის მიერ ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა. კერძოდ, დამკვირვებელს არ...
პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონებში მეორე ტურს არ გამორიცხავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, რამდენიმე რეგიონში მეორე ტური გახდება საჭირო. „იქნება სავარაუდოდ მეორე ტურები მუნიციპალიტეტებში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში დამთავრდება მერის არჩევნები. ზოგადად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, ჩვენს პროგნოზებზე, ვფიქრობდით, რომ პირველ ტურში ველოდებოდით თბილისში გამარჯვებას, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს იყო დამოკიდებული ამომრჩეველზე და...
თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს ეგზიტპოლის შედეგების არ სჯერა. როგორც ელისაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ს” განუცხადა, ის დაელოდება ხმის დათვლის ოფიციალურ შედეგებს. ”რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ”რუსთავი 2-ში” და იქ ელენე ხოშტარიამ 38% მიიღო და მე 2%. ახლა ეგზიტპოლები ახალ სურათს ხატავს. ეგზიტპოლები არის ეგზიტპოლები, ეგზიტპოლები ტრადიციულად ჩვენთან ძალიან აცდენილია ხოლმე რეალობას. არჩევნები იმისთვის ტარდება, ბიულეტენები იმისთვის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ