„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევები:
რუსთავის #20 საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის პროცედურის დარღვევა. კერძოდ, ამომრჩეველს მარკირება გაუკეთდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმებამდე. აღნიშნული პირი არ აღმოჩნდა საუბნო საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე შესაბამის კომისიის წევრს დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ ,,ქართული ოცნების’ წარმომადგენელი ამომრჩეველს შეყვა კაბინაში, რისი უფლებაც მას საქართველოს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით არ ჰქონდა. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით ,,მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელმა აღნიშნული პირის საუბნო კომისიის დატოვების მოთხოვნით დაწერა საჩივარი.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ კომისიის წევრმა საჯაროდ განახორციელა ხმის მიცემა. რაც ,,მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პირველ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, ხოლო მეორე შემთხვევაში აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის მიერ ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა. კერძოდ, დამკვირვებელს არ მიეცა საშუალება გადაემოწმებინა ამომრჩევლის პირადობის მოწმობაში არსებული მონაცემები იყო თუ არა იდენტური ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ მონაცემებთან.