აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, რეგიონის ბიუჯეტი 44 მილიონ 800 ათასი ლარით გაიზრდება. უწყების ინფორმაციით, პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმია, რასაც გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ცნობით, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, დასრულების ეტაპზეა ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე, მიმდინარეობს გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა, გამოცხადებულია ტენდერი სტადიონის მშენებლობაზე, სულ მალე დაიწყება ბათუმის ესტაკადის მშენებლობა, რომელიც...
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს დედაქალაქის - ქალაქ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, კახა კალაძემ გაიმარჯვა. მან ხმათა 51.09% დააგროვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი - 17.48%; "ნაციონალური მოძრაობა" - ზაალ უდუმაშვილი 16.59%; "ევროპული საქართველო" - ელენე ხოშტარია 7.11%; "პატრიოტთა ალიანსი" - ირმა ინაშვილი 3.02%; "ერთობა ახალი საქართველო", გიორგი ვაშაძე - 1.92%; "დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო,...
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს დედაქალაქის - ქალაქ თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი 
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით, თბილისის საკრებულოს 15 მანდატი - “ქართულმა ოცნებამ”, 5 მანდატი - “ნაციონალურმა მოძრაობამ”, 3 მანდატი - “ევროპულმა საქართველომ”, ხოლო 2 მანდატი “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღეს. პარტიული სიით თბილისის საკრებულოში მოხვდნენ: ქართული ოცნება: მარიკა დარჩია, 2. ბექა დავითულიანი, 3. თინათინ ნიბლოშვილი, 4. ირაკლი ზარქუა, 5. დათო...
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება, - ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა. მეორე ტური 1 თვითმმართველ ქალაქში - ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - ბორჯომში, ოზურგეთში, მარტვილში, ყაზბეგსა და ხაშურში გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საარჩევნო კოდექსით დადგენილი 50%-იანი ზღვარი მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. ქუთაისში,...
მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა, რაც მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას მისცემს. თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მგზავრთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითა და მგზავრთა ნაკადის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა. ტურნიკეტები ორმხრივია და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს გაატაროს მგზავრები საპირისპირო მხრიდანაც. გადახდის აპარატები გამჭვირვალე მინის ბარიერებით არის აღჭურვილი, რაც მუშაობის პროცესში არ იწვევს ხმაურს და...
"ერთობა - ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი თეონა ჭალიძე მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშულებს. მისი განცხადებით, არჩევნებზე მოქალაქეების პრესონალური მონაცემების მასიური გამოყენება მოხდა. თეონა ჭალიძის თქმით, "ქართულ ოცნების" წარმომადგენლები მოქალაქეებს ურეკავდნენ და საარჩევნო უბანზე გამოცხადებას სთხოვდნენ. ჭალიძის განცხადებით, ამ ფორმით ამომრჩეველზე ირიბი ზეწოლა ხდებოდა, რითაც მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვა მოხდა. "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გაყალბების ყველაზე დახვეწილი მეთოდი გამოიყენა.  მოქალაქეების პერსონალური...
საახალწლო ილუმინაციები წელსაც თბილისის მხოლოდ რამდენიმე გარეუბანში დამონტაჟდება. ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანიას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, რომელი გარეუბნები განათდება საახალწლოდ. ”საახალწლო ილუმინაციები ნაწილობრივ იქნება გარეუბნებშიც, მთლიანად ვერა. როგორც წესი, დედაქალაქის მზადება საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისიდან იწყება. პირველ ეტაპზე დაიწყება ჩვენ ბაზაზე არსებული ილუმინაციების ერთი ნაწილის მონტაჟი, შემდეგ, ჩამოვა ახალი ილუმინაციები და პარალელურ რეჟიმში დაიწყება სამონტაჟო სამუშაოები", - განაცხადა...
თამაზ მეჭიაურს უნდა, რომ ერთი სადავო ხმით ტყუილმა და შეურაცხყოფამ გაიმარჯვოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. ”თიანეთში გაკეთდა იმდენი რამ, რაც არ გაკეთებულა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ეს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. სამწუხაროდ, მეჭიაურს ერთი სადავო ხმით უნდა, რომ ტყუილმა და შეურაცხყოფამ გაიმარჯვოს. ეს ადამიანი ტყუილის და შეურაცხყოფის ტირაჟირებითაა დაკავებული მთელი ცხოვრება....
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, მიმდინარეობს პროექტის შედგენა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯების დაანგარიშება. ერგნეთის საბავშვო ბაღის სარემონტო ხარჯებს, პროექტის შედგენის შემდეგ, მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ. გამგეობის ცნობით, სარეაბილიტაციო გეგმაში გათბობა, ვენტილაცია; წყალმომარაგება შესაბამისი ანგარიშებით, კანალიზაცია, წყალარინება (საჭიროების შემთხვევაში); ელმომარაგება, ინტერიერ-ექსტერიერის რემონტი და სხვა მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება შევა. წყარო: შიდა...
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ლეიბორისტული“ პარტიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე გენადი მაკარიძემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. „ლეიბორისტული“ პარტიის წევრის სამსონ გუგავას განცხადებთ, დღეს ქვეყანაში მონურ მდგომარეობაშია, ასევე ცესკო და სასამართლო. „მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ აღიარა მცირე პრობლემები საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და და ძალაში დატოვა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება. დღეს ქვეყანა არის ბედნიერი, რადგან ყავს მონურ მდგომარეობაში...
 თუ კომპანია ხვალ, 31 ოქტომბერს, პროექტს ვერ ჩააბარებს, მას ჯარიმა დაერიცხება; ახალციხის შემოსასვლელში, საბარგო სადგურზე 2 კმ–სა და 600 მეტრ სიგრძეზე გზა, რომელიც მარტში აყარეს, თითქმის დაგებულია. „ამ დროისთვის გზაზეც და ტროტუარებზეც მხოლოდ მეორე ფენა ასფალტი დარჩა გადასაგები, ინტენსიურად ვმუშაობთ და დღეს აუცილებლად დავასრულებთ“, – ამბობს მშნებლობის ზედამხედველი გიორგი არველაძე. მისი თქმით, ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი რაიმე გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემა შეიძლება გახდეს: „თუ...
რუსთავში, მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი სკულპტურების მონტაჟი მიმდინარეობს. 13 ქანდაკება ფიროსმანის ქუჩაზე, მუნიციპალური თეატრის მოპირდაპირე მხარეს არსებულ სკვერში განთავსდება. სკულპტურების მონტაჟს რუსთავის მერიის აიიპ „უზრუნველყოფა“ ახორციელებს. როგორც ააიპ ,,უზრუნველყოფის“ დირექტორი ზაზა კუპატაძე აცხადებს, ქანდაკებების მონტაჟი დღის ბოლოს დასრულდება. სიმპოზიუმის მონაწილე ფრანგი სკულპტორის, ნიკოლაი ფლესინგის ნამუშევარი „ქალაქის კარიბჭე“, მეგობრობის გამზირზე სკვერში დაიდგა, ესპანელი მოქანდაკის ამანსიო გონსალესის მიერ შექმნილი სკულპტურა - ,,ადამიანი ღამურა“...
ბიულეტენების დაკარგვის ამბავი მოიკითხოს თავის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიებში - თუ რამე მოიპარეს ან დაიტაცეს, ისევ ლელა ქიტესაშვილის სასარგებლოდ მოიპარავდნენ და დაიტაცებდნენ, - ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა კონკურენტის, ლელა ქიტესაშვილის საპასუხოდ განაცხადა. თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თუ არჩევნების ჩატარება განმეორებით უნდათ, ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვოს თავისი მანდატი და თავადაც მზად იქნება, თიანეთში თვითმმართველობის არჩევნების თავიდან ჩატარებაზე თანხმობა განაცხადოს. „მათ შეკრეს...
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დღეის მდგომარეობით, მერობის ერთადერთმა ქალმა კანდიდატმა გაიმარჯვა. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს 4 წლით ანივარდ მოსოიანი უხელმძღვანელებს. მოსოიანი "ქართული ოცნების" კანდიდატი იყო. მან რეგიონში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა და 75.35%-ით გაიმარჯვა. ანივარდ მოსოიანი 1974 წლის 9 მაისს ქალაქ ნინოწმინდაში (ყოფილი ბოგდანოვკა) დაიბადა; 1991 წელს დაამთავრა ქ. ნინოწმინდის მე-2 საჯარო სკოლა; 1996 წელს კი ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი;...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ