ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით, თბილისის საკრებულოს 15 მანდატი – “ქართულმა ოცნებამ”, 5 მანდატი – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, 3 მანდატი – “ევროპულმა საქართველომ”, ხოლო 2 მანდატი “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღეს.
პარტიული სიით თბილისის საკრებულოში მოხვდნენ:
ქართული ოცნება:
- მარიკა დარჩია, 2. ბექა დავითულიანი, 3. თინათინ ნიბლოშვილი, 4. ირაკლი ზარქუა, 5. დათო რურუა, 6. გიორგი ჩაკვეტაძე, 7. დავით უჯმაჯურიძე, 8. გიორგი ახვლედიანი, 9. ლევან ჯაფარიძე, 10. გიორგი ალიბეგაშვილი, 11. თევდორე ისაკაძე, 12. ლევან დარახველიძე, 13. ერეკლე კუხიანიძე, 14. ანა ლაშხი, 15. ლევან არველაძე,
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა:
1. ნიკანორ მელია, 2. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, 3. ლევან ხაბეიშვილი, 4. ირაკლი ნადირაძე, 5. ლილე ლიპარტელანი.
ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო:
1. გიორგი გაბაშვილი, 2. დავით ავალიანი, 3. დავით დარჩიაშვილი.
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი:
1. გოჩა თევდორაძე, 2. ფრიდონ ინჯია.
რაც შეეხება მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებს, ცესკოს საბოლოო მონაცემებით, 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატები არიან:
1. ჯაბა ჯიშკარიანი, 2. გიორგი მუსხელიშვილი, 3. გიორგი ბირბიჩაძე, 4. ავთანდილ ცინცაძე, 5. დავით უთმელიძე, 6. ვახტანგ შაქარიშვილი, 7. თემურ გორგაძე, 8. ილია ჯიშკარიანი, 9. ნინო ლაცაბიძე, 10. ლევან დავითაშვილი, 11. რევაზ სოხაძე, 12. გიორგი დოხტურიშვილი, 13. გიორგი ტყემალაძე, 14. ქეთევან მამულაშვილი, 15. რამინა ბერაძე, 16. ვლადიმერ ძნელაძე, 17. თარაშ შურღაია, 18. დავით ჭელიძე, 19. მიხეილ ამაშუკელი, 20. ალექსანდრე ხუჯაძე, 21. თამარ ტალიაშვილი, 22. შალვა ოგბაიძე, 23. გულია გოცირიძე, 24. ოთარ გრიგოლია, 25. ქეთევან ჯოხაძე.
საბოლოოდ, თბილისის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 40 წევრი, 3 ოპოზიციური პარტიას კი ჯამში 10 დეპუტატი ეყოლება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, რა დროსაც 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრები და მერები აირჩიეს, მათგან მხოლოდ 5-ში კი, მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტური დაინიშნა.