აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, რეგიონის ბიუჯეტი 44 მილიონ 800 ათასი ლარით გაიზრდება. უწყების ინფორმაციით, პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმია, რასაც გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ცნობით, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, დასრულების ეტაპზეა ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე, მიმდინარეობს გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა, გამოცხადებულია ტენდერი სტადიონის მშენებლობაზე, სულ მალე დაიწყება ბათუმის ესტაკადის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განმუხტავს ქალაქის შემოსასვლელში გადატვირთულ საგზაო მოძრაობას.
რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას, უწყების ცნობით, ამ მიმართულებით აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები, რეგიონის 2018-2025 წლების ტურისტული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა და საერთაშორისო ბაზრებზე აჭარის რეკლამირება იქნება.
ამასთან, მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტის დოკუმენტზე მუშაობაც, რამაც რეგიონის უახლოესი 3 წლის განვითარების მთავარი მიმართულებები უნდა განსაზღვროს.