შრომის ინსპექცია კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს “მწვანე სტატუსი”, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება.
შრომის ინსპექცია მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პირველი დეკემბრიდან “იზოლაციისა და კარანტინის წესების...
რაგბის პოპულარიზაციისთვის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება,-ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, დეპუტატმა რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძესთან, ვიცე-პრეზიდენტ თორნიკე გოგებაშვილთან, რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელ გაიოზ მონიავასთან, გამგეობის წევრ გიორგი კობახიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ის ლოკაციები მოინახულა, რომელზეც შესაბამისი სასპორტო ინფრასტრუქტურის...
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ.მწვანე ბარათის ამოქმედებას არ ემხრობა.
როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ არმქონე პირების მგზავრობის აკრძალვა საზოგადოებისთვის მტკივნეული იქნება.
„მწვანე პასპორტის“ არეალი რომ გაფართოვდეს, ეს კარგია, ეს ინფექციის გავრცელებას და სიკვდილობას შეამცირებს, მაგრამ რიგში დგას ტრანსპორტი, სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა დასნებოვნების. თუმცა, ერთია კარგი სურვილები და მეორეა, ამის აღსრულების შესაძლებლობა. ძნელია, ტრანსპორტში ყველგან...
მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით.
„მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის...
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, დღეს კახიანოურსა და ვაკისუბანში იმყოფებოდა, სადაც 2 ახალი მინი სტადიონი აშენდა. ორივე მოედანზე ხელოვნური საფარია მოწყობილი და აღჭურვილია, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთისთვის საჭირო ინვენტარით. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და მეტი სპორტული სივრცის მოწყობა ქალაქში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა", -განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
,,ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა არის უმნიშვნელოვანესი თემა...
კახეთის რეგიონის მესაქონლე ფერმერებმა, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობისა და პროგრამაში ჩართვის მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფერმერებს ახალი სახელმწიფო პროგრამა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ გააცნო. მერაბ ქვარაიამ ყურადღება პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე...
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი სპორტული მოედნისა და მიმდებარე რეკრეაციის განვითარებას ითვალისწინებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკში შესასვლელ ხიდს, ამფითეატრს - გადაიხურება სცენა და ტრიბუნა. ასევე, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი, საჭიდაო მოედანი და სპორტული...
ბორჯომის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე და სამი მოადგილე ფარული კენჭისყის შედეგად აირჩია. საკრებულოს დავით ზაალიშვილი უხელმძღვანელებს. მისი მოადგილეები კი გიორგი ფერაძე, ჯუმბერ კურტანიძე და ნიკოლოზ კიკნაძე იქნებიან.
სამივე მაგანმა 24–24 ხმა მიიღო. გიორგი ფერაძის და ჯუმბერ კურტანიძის არჩევის შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობას 25 დეპუტატი იღებდა, ნიკოლოზ კიკნაძის შემთხვევაში კი 24.
ბორჯომის საკრებულო 33 დეპუტატითაა დაკომპლექტებული, აქედან 24 "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, 1-1 "გახარია საქართველოსთვის"...
დღეს 3 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021-25 წლების მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ამირან გიორგაძე აირჩიეს. ამირან გიორგაძე წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო.
"ამირან გიორგაძის კანდიდატურას ხმა მისცა 25-მა საკრებულოს წევრმა, ბათილად იქნა ცნობილი 0 ბიულეტენი, წინააღდეგი იყო ექვსი საკრებულოს წევრი. არსებული ბიულეტენების საფუძველზე, ფარული კენჭისყრის შედეგებით, 25-მა საკრებულოს წევრმა მარნეულის საკრებულოს თავმჯფომარის თანამდებობზე ხმა მისცა ამირან გიორგაძის კანდიდატურას,...
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ვერ შედგა. პირველ სხდომას არ დაესწრო არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ინფორმაციას TV4 ავრცელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „პროგრესი და თავისუფლება, ასევე ერთი დამოუკიდებელი საკრებულოს წევრი, სხდომაზე არ გამოცხადდა „ნაციონალური მოძრაობა“, „პროგრესი და თავისუფლება“...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა, სადაც საკრებულოს თამჯდომარედ თამაზ ჟორჟოლიანი აირჩიეს.
„2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდა. ახალი მოწვევის საკრებულოში სულ 36 დეპუტატია, მათ შორის 30 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, 6 კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
დღეს, ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატებმა, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თამჯდომარედ თამაზ...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს.
„მადლობა მინდა ვუთხრა ოზურგეთელებს მხარდაჭერისთვის და იმ ნდობისთვის, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. აქვე, მსურს მადლობა გითხრათ კოლეგებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ვაკეთოთ საქმე ოზურგეთისთვის. დღეს, როდესაც მერი და საკრებულოს უმრავლესობა არიან ერთი გუნდის წევრები, კიდევ უფრო კოორდინირებულად, თანმიმდევრულად უნდა ვიზრუნოთ ყველა...
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დავით მჟავანაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით მჟავანაძე, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.
ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციის წინ ნაცმოძრაობის წევრები არიან შეკრებილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში ორი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია შეიქმნა. დეპუტატების რაოდენობის სიმცირის გამო, ფრაქციის გარეშე დარჩა "გახარიას" და "ევსაქების" წარმომადგენლები. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბესიკ ბლიაძე იქნება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კი სამსონ ბალიაშვილი.
2021 წლის მოწვევის საკრებულოს ორი წევრი პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმოადგენს, ერთი კი...
მეორე ვადით აირჩიეს ქედაში საკრებულო თავმჯდომარედ ამირან ცინცაძე. მან 15 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამ გზით, ხელისუფლების ოპონენტებმა უნდობლობა არჩევნების შედეგებს გამოუცხადეს.
რაც შეეხება წარმომადგენლონითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეებს, პოსტზე რომან დავითაძე, რეზო თურმანიძე და არჩილ გორგილაძე აირჩიეს. ისინი წინა მოწვევის საკრებულოს წევრებიც იყვნენ.
სხდომაზე გახარიას პარტიის ერთადერთმა წევრმა ჯემალ დავითაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების სავარაუდო...
ხულოში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა. ''ქართული ოცნების'' წევრებმა თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარედ რენარ ბოლქვაძე, პირველ მოადგილედ კი ყოფილი თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე დაამტკიცეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ამ ეტაპზე დარეგისტრირდა ერთი ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“.
რაც შეეხება ოპოზიციას, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა სხდომის დაწყებამდე აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და განაცხადეს, რომ ''ქართული ოცნების'' ფარსში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































