მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით.
„მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასევე გაიზრდება ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება.
“ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 ლარიანი და 44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე. კოვიდ 19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით. ასევე დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მლნ ლარი გვაქვს გათვალისწინებული. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებით 300 მლნ ლარი გამოიყოფა. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.