ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, დღეს კახიანოურსა და ვაკისუბანში იმყოფებოდა, სადაც 2 ახალი მინი სტადიონი აშენდა. ორივე მოედანზე ხელოვნური საფარია მოწყობილი და აღჭურვილია, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთისთვის საჭირო ინვენტარით. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და მეტი სპორტული სივრცის მოწყობა ქალაქში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა”, -განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
,,ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა არის უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენთვის და ახალგაზრდობისთვის. ამიტომ ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება მეტი ახალი სტადიონი გვქონდეს ქალაქში. დღეს 2 მათგანი დავათვალიერეთ. ბავშვებს განსაკუთრებულად უხარიათ. ეს იქნება შეხვედრების, სპორტული ღონისძიებების ადგილი და შევეცდებით, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოვაწყოთ ახალი სტადიონი. ბევრი ასეთი ადგილი, რაც ჩვენს ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით”, -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ამასთან, თამარ მეფის 105 ნომერში, გამსახურდიას ქუჩის მე-3 შესახვევში და სულხან საბას 105 ნომერში ხელოვნურ საფარიანი მინი სტადიონები მოეწყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,შპს თეგიკა უნივერსალმა” ჩაატარა.