რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიას და დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილეს.
მომხსენებელმა და საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, რომ პირველი მოსმენის შემდგომ, თანაავტორები შეთანხმდნენ, რომ ფრაქციის მოადგილეების თანამდებობების გაჩენით ადგილებზე,...
„დღეს არის ის დრო, როცა შესაძლებელია მყარი პოლიტიკური ნების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში რეფორმის სწორად ჩამოყალიბება და დაგეგმვა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„თვითმმართველობის რეფორმა, დეცენტრალიზაცია არის პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის. იმისთვის, რომ რეფორმა განხორციელდეს, საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნება და საჭიროა საკითხის...
"ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების გადაწყვეტისას, მთავარ ამოსავალ წერტილს მოქალაქეების ინტერესები უნდა წარმოადგენდეს. გვინდა, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროექტების განხორციელებაში, რომელთა განხორციელებასაც მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის გაძლიერება საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს...
დღეს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტები დასახელდა.
ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, პროექტის ავტორებმა იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს სწორედ გამჭვირვალობის მიმართულებით აქვთ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პრეზენტაციას ადგილობრივი...
დღეს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტების გამოვლენასთან ერთად, იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს სწორედ გამჭვირვალობის მიმართულებით აქვთ.
კვლევის ავტორებმა მუნიციპალიტეტების ვებგვერდები შეისწავლეს და, ანალიზის შედეგად, არაერთი ხარვეზი გამოავლინეს.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, შეფასების 100%-იან სკალაზე, მუნიციპალიტეტების საშუალო/ჯამური შედეგი მხოლოდ 21%-ია. მუნიციპალიტეტების უმეტესობა ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან მაჩვენებელს; მუნიციპალიტეტების მხოლოდ 10-12% აქვეყნებდა (ისიც...
დღეს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტები დასახელდა.
შეფასება ონლაინ პლატფორმის - WWW.LSGINDEX.ORG - გამოყენებით განხორციელდა.
შეფასების შედეგების მიხედვით, 2017 წლის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი გამოვლინდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 50%-იანი შედეგი აქვს. რუსთავის შემდეგ, გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ თელავის (44%), ოზურგეთის (44%), ჩხოროწყუსა (42%) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები (40%).
რაც შეეხება რეიტინგს...
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, კორუფციის რისკების შემცირება და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. აღნიშნულ ბლოკები შეფასების 100 კრიტერიუმს აერთიანებს.
2017 წელს მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება...
2017 წლის 5 დეკემბერს, 14:00 საათიდან 16:30 საათამდე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ (თბილისი, 26 მაისის მოედანი N1) გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე გამოცხადდება მუნიციპალიტეტების რეიტინგი და წარმოდგენილი იქნება საბოლოო ანგარიში. აგრეთვე, გამოვლინდებიან საუკეთესო შედეგების მქონე მუნიციპალიტეტები.
შეფასება განხორციელდა ინდექსის ონლაინ პლატფორმის - WWW.LSGINDEX.ORG - გამოყენებით.
პრეზენტაციას დაესწრებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონული, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით...
იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ახლადარჩეული ორგანოები საქმიანობას შეუდგნენ. მათ შორის, ქუთაისის მერიც, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება მეორე ტურის შედეგებით შეძლო.
იმერეთის მხარეშიც, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, მმართველმა პარტიამ ლიდერის პოზიციები შეინარჩუნა. 1 თვითმმართველ ქალაქში - ქუთაისში და 11 თვითმმართველ თემში მერის არჩევნებში კვლავ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს, საკრებულოებშიც უმრავლესობა ამავე პარტიის წევრებმა დააკომპლექტეს.
რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი იყო ისეთი შედეგებიც,...
ცვლილება, რომელიც "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შედის, ერთი შეხედვით, ტექნიკურია და ის მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებით არის გამოწვეული, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში კანონის ეს ჩანაწერი, შესაძლოა, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
საქმე ეხება ჩანაწერს, რომლითაც თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების დელეგირება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებასაც შეეძლება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე იქმნება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის დაქვემდებარებაშიც შსს-ს საჯარო სამართლის...
1
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
606
(0.04 %)
2
ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო
156232
(10.4 %)
3
დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო
38898
(2.59 %)
4
გ.დ.მ.
886
(0.06 %)
5
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
256547
(17.08 %)
6
რესპუბლიკური პარტია
11121
(0.74 %)
7
თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის
1914
(0.13 %)
8
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
98530
(6.56 %)
9
მემარცხენე ალიანსი
1416
(0.09 %)
10
შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია
49130
(3.27 %)
11
ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა
168
(0.01 %)
14
საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია
564
(0.04 %)
15
მშრომელთა სოციალისტური პარტია
862
(0.06 %)
17
საქართველო
1872
(0.12 %)
18
ტრადიციონალისტები
226
(0.02 %)
20
შენების მოძრაობა
11429
(0.76 %)
23
ახალი ქრისტიან-დემოკრატები
267
(0.02 %)
27
გიორგი ვაშაძე...
ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პროექტის - ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი 2“-ის ექსპერტებს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე ქართული და უცხოური მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი ენერგოეფექტურობის საკითხებს, კერძოდ, პროექტ „ლიტვური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მზის ენერგიის ტექნოლოგიის ინსტალაციის მეშვეობით“ შეეხო.
აღნიშნულ პროექტს საქართველოში კერძო კომპანია Saulesgraza...
თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერიასთან არსებული 19 კომისია უქმდება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, ვაუქმებთ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას. ამ მიზნით ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებზე მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით მოკლე დროში და...
თბილისის მერიაში ე.წ. ზონალური საბჭო უქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის სამსახურები შეასრულებენ.
"მიზანშეწონილად მიმაჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, თბილისის მერიას დაქვემდებარებული განაშენიანების რეგულირების საბჭოს - ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმება. ამ ინიციატივით მივმართავ შესაბამის ორგანოებს. მოგეხსენებათ, საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა...
მიწა, ქონება, ტყე, ბუნებრივი რესურსების განკარგვიდან და მართვიდან მიღებული შემოსავლები და საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან შემოსავალი - ის მთავარი წყაროებია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს უნდა ავსებდეს, თუმცა, რეალობა განსხვავებულია.
სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, მუნიციპალიტეტებს კი ეკუთვნით, მაგრამ, რეალურად, არ ეკუთვნით და მათი დიდი ნაწილი სახელმწიფო, ანუ ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაშია. ამიტომაც ამ გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები ძალიან მწირია....
სამოქალაქო აქტივისტისა და “ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებლის ნანა ბაგალიშვილი ღია წერილი სიღნაღის მერს გოგი გოგილაშვილს
გამარჯობა, ბატონო მერო. მიხარია, რომ მშრომელი კაცი ხართ, ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობის გამოცდილებას ბევრი საქილიკოდ გიხსენებთ, მაგრამ შეეჩვიეთ, შრომა ჩვენთან დიდი ხანი იყო სათაკილო. მე კი გიწონებთ, რომ მუშად მუშაობის გამოცდილება გაქვთ. გლეხის ოჯახის შვილი ვარ და ვიცი პატიოსანი შრომის ფასი.
გამიხარდებოდა, რომ გამოცდილება გქონოდათ სისტემის მართვასა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































