წინა სტატია
თბილისის გენგეგმის პროექტს, რომელიც "სითი ინსტიტუტი საქართველომ", მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიმუშავა, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შეაფასებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მერიამ მოლაპარაკებები აწარმოა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საერთაშორისო კომპანია "ბიურო ჰაპოლდი" მზად არიან, გამოყონ ექსპერტები, რომლებიც დოკუმენტს...
თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესი იცვლება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხუთშაბათს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მიზეზი კი აქამდე არსებული გაუმჭვირვალე სისტემაა, რომელიც კორუფციის რისკებს შეიცავს.
კალაძის ინფორმაციით, მერია ამ მიმართულებით მიმდინარე წელს დაახლოებით 28 მილიონ ლარს დახარჯავს. ამ თანხის ეფექტურად და გამჭვირვალედ განსაკარგავად კი საჭიროა, დაფინანსების წესში ცვლილება შევიდეს.
“დაახლოებით 28 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ამ მიმართულებით 2018 წელს და...
NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ 10%-ით; „ევროპული საქართველო“ – 3%-ით; სხვა პარტიები - 7%-ით. ამასთან, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 24%; არ იცის, ვის მისცემდა ხმას - 15%, პასუხზე უარი განაცხადა 13%-მა.
რაც შეეხება კითხვას, რომელი პარტია დგას თქვენს...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება დედაქალაქშია, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ მხოლოდ 9%-მა იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი დეპუტატი.
კითხვას, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, დედაქალაქში გამოკითხულთა 9%-მა სწორი პასუხი გასცა, 17%-მა - არასწორი, ხოლო 73%-მა არ იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი პარლამენტში.
თითქმის ანალოგიური ვითარებაა საქართველოს...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა.
"საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა და 26 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ?" - აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა 25%-მა თქვა, რომ იცოდა, 69%-მა განაცხადა, რომ არა და 7%-მა არ იცის, იცოდა თუ არა ამ პროცესის შესახებ.
კვლევის საველე სამუშაოები 29...
2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანი ოდენობა 627 000 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს მიეცა და 54 ობიექტზე მშენებლობა შეჩერდა.
"სამშენებლო დარღვევების სტატისტიკა მართლაც შემაშფოთებელია, რასაც ჩვენი ზედამხეველობის სამსახური...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიო ხუნწარია თავის მეხუთე მოადგილედ წარადგინა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ხუნწარია თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შემდეგ დაინიშნა. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურები ერთიანდება. გაერთიანებულ სამსახურს სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა...
წინა სტატია
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.
გენგეგმის შემუშავება თბილისის წინა მერის, დავით ნარმანიას ერთ-ერთი მთავარი დაპირება...
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ - CRRC საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრეზენტაცია გამართეს.
საველე სამუშაოების თარიღები: 29 ნოემბერი -19 დეკემბერი, 2017
2, 298 დასრულებული ინტერვიუ (გამოპასუხება 48%)
წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში,ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში
დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს...
წინა სტატია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს ყველაზე მეტად აწუხებს, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა პასუხობს, რომ გზების (33%), გარემოს დაბინძურებისა (23%) და წყალმომარაგების (22%) პრობლემები აწუხებს. მომდევნო სამ პრობლემად სახელდება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი (17%), საგზაო მოძრაობა (17%) და ქუჩების დასუფთავება (15%).
განსხვავებულია დედაქალაქში გამოკითხულთა პასუხები. თბილისის მოსახლეობისთვის პირველ სამ უმთავრეს პრობლემას...
წინა სტატია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, არსებული მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად პატარა ქალაქებში აფასებენ. აქ მცხოვრები გამოკითხული მოსახლეობის 45% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, მაშინ, როცა მთავრობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი გამოკითხული მოსახლეობის რაოდენობა დიდ ქალაქებში 40%, ხოლო დედაქალაქში 32%-ია.
პატარა ქალაქებში მთავრობის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა მხოლოდ 7%-ია, დიდ ქალაქებში - 9%, ხოლო თბილისში - 10%. მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს პატარა ქალაქებში მცხოვრები,...
წინა სტატია
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 44%-ის აზრით, ახალი საკრებულოები და მერიები იგივენაირად იმუშავებენ, როგორც მათი წინამორბედები, 12%-ის აზრით კი - უარესად. 34% ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ორგანოები, წინამორბედებთან შედარებით, უკეთესად იმუშავებენ, 11%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი...
NDI: 18-დან 35 წლამდე გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია
წინა სტატია
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, 33%-ის თქმით კი, მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
რაც შეეხება ამომრჩეველთა ასაკობრივ კატეგორიას, 18-დან 35 წლამდე გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ მონაწილეობა არ მიუღია არჩევნებში, 51%-მა კი მონაწილეობა მიიღო. 36-დან 55 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, გამოკითხულთა 27%-ს არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, 72%-მა კი მიიღო; 56 წლის ზემოთ...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანხმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ნაწილობრივაა დარწმუნებული, რომ ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებზე ხმების დათვლა სწორად მოხდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
კითხვაზე, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოკითხულთა 18 % აცხადებს, რომ სრულიად დარწმუნებულია, 35% - ნაწილობრივ დარწმუნებულია, 19% - ნაკლებადაა დარწმუნებული, 11% - საერთოდ არ არის დარწმუნებული, 17%-მა კი არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა...
წინა სტატია
თბილისის მერიაში თებერვლის ბოლოს დასრულდება რეორგანიზაციის პროცესი და ზუსტად გვეცოდინება თუ ვინ დარჩება და ვინ წავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის და სტრუქტურული ცვლილებების თვითმიზანი კადრების შემცირება არ არის.
"ჩვენი თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი. მთავარია კომპეტენტურობა და პატიოსნება. თებერვლის ბოლოს სრულდება რეორგანიზაციის პროცესი და ზუსტად გვეცოდინება...
წინა სტატია
დედაქალაქის მერია მუნიციპალური შესყიდვების ცენტრალიზებას გეგმავს. თბილისის მთავრობის მიერ მომზადებული რეორგანიზაციის გეგმის თანახმად, მსხვილი და მუნიციპალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესყიდვები ცენტრალიზებულად განხორციელდება და მას მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს.
მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის პრეზენტაცია დედაქალაქის მთავრობამ დღეს გამართა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































