ხვალ, 31 იანვარს, 15:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის - „2014 – 2017 წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ცვლილებების შედეგები“ ანგარიშის პრეზენტაცია.
ანგარიში მოიცავს 2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების (შვიდი თვითმმრთველი ქალაქი და თემი - ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი) საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას. კერძოდ, რა შედეგები მოჰყვა 2014 წელს ახალი...
ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად კადრებისა და ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაცია ჯერაც არ დასრულებულა. მერიამ თანამშრომლების ნაწილი გაერთიანებამდე მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებიდან შეარჩია, ნაწილზე კი კონკურსი გამოაცხადა. თუმცა, კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციები კანონდარღვევად აფასებენ, რადგან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით, პირველ რიგში, სწორედ მუნიციპალიტეტში მომუშვე მოხელეები უნდა დასაქმებულიყვნენ.
ჯერჯერობით, ისიც უცნობია, რამდენი დაიზოგება ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებით. როგორც გახსოვთ, სწორედ ხარჯების დაზოგვა იყო ხელისუფლების...
მეტროსადგურ "ვარკეთილის", სადაც დღეს ჭერი ჩამოინგრა და 11 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია 4 თვის წინ - 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ობიექტი ჩაიბარა.
დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული იმდროინდელი ინფორმაციის თანახმად, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა...
ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ქობულეთის საკრებულოს სხდომა, რომელზეც დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. საკრებულოს სხდომიდან დაპირისპირების კადრებს tv25 ავრცელებს.
"საერთოდ არ მივაქციოთ მაგნებს ყურადღება", - მიმართა საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", მალხაზ რომანაძემ უმრავლესობის წევრებს. რომანაძის ამ რეპლიკას "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლელა ვერულიძის პროტესტი მოჰყვა. "ნაცვალსახელებით მოიხსენიეთ თქვენი თანამშრომლები", - უპასუხა მან რომანაძეს.
რომანაძე-ვერულიძის დაპირისპირება ერთადერთი არ ყოფილა. სხდომაზე ოპონენტები...
თბილისში „საქართველოს პირველი ახალგაზრდული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ჩატარდება. ეს ინიციატივა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ეკუთვნის.
თბილისის საკრებულოს ცნობით, საკითხი დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე განიხილეს. პროექტი საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ წარუდგინა და ფორუმის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.
”გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალგაზრდა კანდიდატების ჩართულობა რეკორდულად მაღალი იყო. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდული ფორუმის დაფუძნებისა და...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3-კილომეტრიანი ბულვარის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
კონცეფციის მიხედვით, უნდა მოეწყოს სანაპირო ზოლის სავალი ნაწილი, ასევე ველობოლიკები, მოპირკეთდეს სასეირნო და სავალი ნაწილები. ასევე, გაკეთდება მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათების ახალი სისტემები და ტრენაჟორები. აშენდება სპორტული მოედანიც.
ქობულეთის მერის განცხადებით, პროექტი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებზე. ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 7 600 000 ლარია.
https://www.youtube.com/watch?v=TDh2kMvDVPw&feature=youtu.be
აუდიტის სამსახური: ინფრასტრუქტურის სამინისტროში თანამშრომლები ყოველთვიურად სახელფასო დანამატს იღებენ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ხელფასის გარდა, ყოველთვიური დანამატი აქვს დანიშნული.
აუდიტის სამსახურის ცნობით, ეს გამართლებული პრაქტიკა არ არის. ანგარიშის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, 2016 წელს, თანამშრომლებზე „შრომის ანაზღაურების“ მუხლით 11,818,119 ლარის საკასო ხარჯი გაიცა, მათ შორის, დანამატი 1,909,454 ლარია, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 16.2%-ია.
"ერთი ბრძანების...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე ფიჩორას კალაპოტს წმენდენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოები ზედმეტი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან მდინარის კალაპოტისა და ფერდების წმენდას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭარბი წყლის მოცილების მიზნით ჩატარებული სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა. ფიჩორაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჭარბი წყალი 2 900 ჰა მიწის ფართობს მოსცილდა. ამ ტერიტორიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ათამდე...
თბილისში მდებარე სტუდქალაქის საცხოვრებელ კორპუსებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ახლა ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი მიმდინარეობს. შედეგად, 800-მდე ოჯახს შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირით ისარგებლოს, მათ შორის 420 დევნილი ოჯახია.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
კახა კალაძის თქმით, ამ დასახლების გაზიფიცირება წინასაარჩევნოდ მისი ერთ-ერთი დაპირება იყო. კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს...
ბორჯომში, გოგიას ციხემდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას თქმით, რეაბილიტაცია სააკაძის ქუჩიდან გოგიას ციხემდე არსებულ მონაკვეთს ჩაუტარდა.
„სამუშაოების დაწყებამდე ძეგლამდე მისვლა მხოლოდ გრუნტის, მოუწესრიგებელი გზით იყო შესაძლებელი, წვიმიანი და თოვლიანი ამინდი კი გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებდა და სახიფათოს ხდიდა. ობიექტზე მოეწყო რკინა-ბეტონის საფეხმავლო ბილიკი, კიბეები და მოაჯირები, განხორციელდა სამღებრო სამუშაოები. ტურისტული...
თბილისის საკრებულოში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე "ნაციონალურ მოძრაობას" ხვდება. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
შეხვედრაზე ნაციონალები დაინტერესდნენ, გაეზარდათ თუ არა ხელფასი ბაღის მასწავლებლებს, რაზეც გვანცელაძემ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი პედაგოგებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავების შემდეგ იქნება.
"მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ხელფასები,თუმცა მას შემდეგ რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შევიმუშავებთ, ამას უნდა მოჰყვეს ხელფასების ზრდა. ამ შემთხევაში უნდა მოხდეს პედაგოგის შეფასება და არა გამოცდა....
მარტვილის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შესრულდა. სამუშაობზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
2018 წელს აკადემია 180 ბავშვს მოამზადებს. მარტვილის საფეხბურთო აკადემიით უკვე დაინტერესდა თბილისის „დინამო“, რომელიც წელს 110 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს 5 ასაკობრივ ჯგუფზე.
მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია სპორტისა...
წინა სტატია
იმისათვის, რომ ქვეყანამ OGP-ის ფარგლებში წარმატებას მიაღწიოს, ძლიერი პოლიტიკური ნება და მყარი საკანონმდებლო ბაზაა საჭირო, - ამბობს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მხარდაჭერის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯო პაუელი, რომელიც, კოლეგებთან ერთად, საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად და მეოთხე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის მონიტორინგისთვის ჩამოვიდა.
სამიტს, რომელიც 17-19 ივლისს გაიმართება, 75 ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები,...
"ეს კლასობრივი თემაა, ბატონო ვახტანგ, ჩვენს წელთაღრიცხვამდეც ასე იყო და ჩვენი წელთაღრიცხვითაც ასეა, ხელმძღვანელსა და მუშას შორის პრობლემა ყოველთვის იყო. კომუნისტები შეეცადნენ მის შეცვლას, მაგრამ.." - ასე უპასუხა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ საკრებულოს წევრ ვახტანგ დარცმელიძეს, რომელმაც რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის გაწმენდით სამუშაოებზე დასაქმებულების ხელფასის საკითხი დააყენა.
"მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პრესსამსახურმა დადო ინფორმაცია, რომ ახალმა სამსახურმა დაიწყო მუშაობა და...
2017 წელს, მაშინ, როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება გადაწყვიტა, ერთ-ერთ მიზეზად დუბლირებული ა(ა)იპ-ების გამო გაზრდილი ხარჯები დაასახელა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ერთხმად გვარწმუნებდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი იმისათვის, რომ საბიუჯეტო სახსრები ოპტიმალურად გახარჯულიყო. თავდაპირველად, ითქვა, რომ თვითმმართველი ქალაქების - თელავის, გორის, მცხეთის, ოზურგეთის, ახალციხის, ზუგდიდისა და ამბროლაურის გაუქმებით 40 მილიონი...
წინა სტატია
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია droa.ge-ს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2017 წლის სექტემბერში გახდა და გლობალურ სამიტსაც თავმდომარე ქვეყნის რანგში უმასპინძლებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოსაწვევები უკვე გაეგზავნათ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი 75 ქვეყნის პრეზიდენტებს, პრემიერებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, მერებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. გლობალურ სამიტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































