თბილისის საკრებულოში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე “ნაციონალურ მოძრაობას” ხვდება. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
შეხვედრაზე ნაციონალები დაინტერესდნენ, გაეზარდათ თუ არა ხელფასი ბაღის მასწავლებლებს, რაზეც გვანცელაძემ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი პედაგოგებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავების შემდეგ იქნება.
“მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ხელფასები,თუმცა მას შემდეგ რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შევიმუშავებთ, ამას უნდა მოჰყვეს ხელფასების ზრდა. ამ შემთხევაში უნდა მოხდეს პედაგოგის შეფასება და არა გამოცდა. უნდა შეფასდეს ამა თუ იმ ადამიანის კვალიციკაცია, ეს არ უნდა იყოს სტრესული. ამ შემთხვევაში სტრესულ მეთოდს არ გამოვიყენებთ. ამავდროულად უნდა შემოვიდეს ეიჩარის სტრატეგია.
მნიშვნელოვანია რომ არ იყოს თანაბარი ანაზღაურება, ვინაიდან ზოგს განსხვავებული კვალიფიკაცია აქვს. ასევე უნდა ამაღლდეს დირექტორის კვალიფიკაციაც. თუმცა ეს პროცესები განხორციელდება მას შემდეგ რაც გვექნება „ეიჩარ გეგმა”, – თქვა კახაბერ გვანცელაძემ.