ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" საქმეს, რომელიც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის უხარისხო მოწყობას შეეხება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
"გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ბრალდებული პირი ჯერჯერობით არ არსებობს", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" მიერ ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია, ქუთაისის რაიონულ პორკურატურას ორგანიზაციის ახალმა უფროსმა ზვიად მანდარიამ გადაუგზავნა. შედეგად, საქმეზე ძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
როგორც ირკვევა, "სპეციალურმა...
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენერალური განვითარების გეგმაზე ყველა პროფესიული სეგმენტის მონაწილეობით ღია დებატების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა თქვა. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
"დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებამდე გენგეგმის შესახებ ცალმხრივად გაფილტრული ინფორმაცია მიდის. ანუ, მერია მათ ჩვენამდე ინფორმაციას დაინტერესებული მხარის მეშვეობით აწვდის. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ გენგეგმა რა დოკუმენტია საზოგადოებამ არ...
წინა სტატია
ბორჯომის საკრებულოში დღეს სხდომა იყო დანიშნული, რომელზეც ბორჯომის მერიის თანამშრომელთათვის ხელფასების ზრდაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომა ისევ ვერ ჩატარდა. მიზეზი კვლავ ქვორუმის არარსებობაა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული და მას 28 დეპუტატიდან მხოლოდ 13 ესწრებოდა.
ოპოზიციური პარტიის დეპუტატები: ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრნენ. მმართველი გუნდის 13 დეპუტატი კი სხდომებს...
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედია ცენტრი კახეთი" „მშვიდობის კორპუსის“ მხარდაჭერით, თელავში ფერმერ ქალთა კლუბი დაფუძნდება. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
პროექტის მიზანია აგრო ბიზნესში ჩართულ ქალთა სამეწარმეო უნარების გაძლიერებაა. პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის მასშტაბით, შეირჩევა 20 მეწარმე ქალი. მათ 2 თვის განმავლობაში ინტენსიური ტრენინგები ბიზნესის დაგეგმარების, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებისა და მარკეტინგის (გაყიდვების) მიმართულებით ჩაუტარდებათ.
"ეს არის ტრენინგ პროგრამა მეწარმე ქალებისთვის და ველოდებით მათ აქტიურ ჩართულობას. ჩევნი...
რუსთავში, კოსტავას გამზირზე აივნები ჩამოიშალა, რომლებიც 15 თვის წინ რეაბილიტირდა.
ამ აივნებზე ბათქაში უკვე დაბზარულია და ტროტუარზე ცვივა. ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის. არსებული ინფორმაციით, სულ ოცამდე აივანია დაზიანებული.
როგორც ირკვევა, ტენდერის პირობის მიხედვით, კომპანიას ხუთი წლის განმავლობაში აღმოჩენილი ზიანის გამოსწორების ვალდებულება აქვს.
https://www.youtube.com/watch?v=5Js9phQ0RGM&feature=youtu.be
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის მოსახლეობა სოფელში იუსტიციის სახლის აშენებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას topnews-ი ავრცელებს.
ორიპირის თემი, რომელიც ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე მდებარეობს, 9 სოფლისგან (ზედა ჭყეპი, კოკა, ლაფეთი, მანდიკორი, ნაბოსლევი, ოხომირა, ქვედა ჭყეპი, შუყერი, ჯონია) შედგება.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მდებარეობისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ტყიბულის ცენტრად ორპირი ითვლება. მათივე თქმით, იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობისათვის მათ ქუთაისში ან ტყიბულში უწევთ...
ავტორი მაკა კვარაცხელია
საკვლევი თემა მოიცავს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ისტორიას 1917 წლის მარტიდან 1921 წლის თებერვლამდე. 1917 წლის მარტიდან საქართველოში დაიწყო თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი, რაც უკავშირდებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ თვითმმართველობათა უფლებამოსილების გაფართოების კუთხით გატარებულ საკანონმდებლო ღონისძიებებს (1917 წლის 15 აპრილს „ქალაქის სათათბიროს ხმოსანთა არჩევნების დროებითი წესები“; 1917 წლის 9 ივნისს დამტკიცებულ ნორმატიული დოკუმენტი „ქალაქის საზოგადოებრივი მმართველობის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“)....
ავტორი: დავით ყიფიანი
წინამდებარე კვლევის მიზანია თვითმმართველობებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად მიმართული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასება. კვლევის ფარგლებში ინფორმაცია შევკრიბეთ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელებთან, დარგის ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებთან ინტერვიუების საშუალებით. ასევე შევისწავლეთ 2015 წლის გაზაფხულისათვის არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულ კვლევების ანგარიშებიც....
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თეონა მაისურაძე მანდატს ტოვებს. მაისურაძე გორის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიით მოხვდა. ინფორმაციას "თრიალეთი" ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია საკრებულოს წევრობასთან ერთად აპირებს თუ არა თეონა მაისურაძე ნაციონალური მოძრაობის დატოვებასაც. ასევე უცნობია ვინ იქნება მისი ადგილმონაცვლე საკრებულოში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან ზაალ მამალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე-საბჭოს თავმჯდომარე; მაია კუტუბიძე, საკრებულოს წევრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
მარინე ბერაძე, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე-საბჭოს მდივანი;
წევრები: მაია გიორგაძე - ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე; მანანა მინდაძე, საკრებულოს წევრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი; ქეთევან სიხარულიძე, საკრებულოს წევრი; ლია...
ხონის მერიამ და საკრებულომ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მემორანდუმს ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, ვალერი ბახტაძემ მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ნათელი მომავალი“ და "ნეოფილების კლუბმა“ თვითმმართველობის თანამშრომლებს ტრენინგები უნდა ჩაუტარონ. ტრენინგების მიზანია 2018 წელს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებებზე ინფორმირების დონის ამაღლება. პროექტს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და მერის მოადგილე, ირაკლი სულავა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რაიონული და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ, სამტრედიის მუნიციპალიტეტში "შოკენის" ფონდის პროექტი განხორციელდება.
ამავე წყაროს თანახმად, პროექტი მიზნად ისახავს, დევნილთა, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებთან მოხალისეთა ქსელის ჩამოყალიბებას და განვითარებას, გამოცდილების მიღებას ინოვაციური მოდელების განხორციელებაში, "მეგობრობის ოთახის" და რეკრეაციული ზონის ჩამოყალიბებას.
სამტრედიის წითელი...
სახელმძღვანელო მომზადდა და მისი აპრობაცია მოხდა პროექტის „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის― ფარგლებში, რომელიც განხორციელდა მწვანე კავკასიას (Green Caucasus) მიერ, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან (ICCC) პარტნიორობით. გადამუშავებული და გამოცემულია პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივა ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობისთვის― ფარგლებში. ორივე პროექტი განხორციელდა მცირე გრანტების პროგრამის (SGS) ფინანსური მხარდაჭერით. მცირე გრანტების პროგრამა ხორციელდება პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში― (RLD) ფარგლებში, რომელსაც...
ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების დირექტორმა, გვანცა სიგუამ უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გახსნეს. ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, "მიუხედავად ბავშვთა საკმარისი რაოდენობისა, უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის შენობა არ იყო და ბაღის აღსაზრდელები სკოლის ეზოში არსებულ ერთ პატარა შენობაში იყვნენ განთავსებულნი, რომელიც არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს".
"ახალი სკოლამდელი დაწესებულება ადგილობრივებს საშუალებას აძლევს, ბავშვები ატარონ...
2017 წელს, ახალციხის მერიასა და თემის გამგეობაში, ჯამში 180 500 ლარის პრემია/დანამატი გაიცა. პრემია 154–მა თანამშრომელმა მიიღო, ხოლო დანამატი 32–მა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე"ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გასულ წელს ქალაქ ახალციხის მერიაში და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამშრომლებზე პრემია ორჯერ გასცეს, – ახალ წელსა და აღდგომას, ხოლო დანამატი 11–ჯერ.
2017 წელს 154 თანამშრომელმა ჯამში 132 600 ლარის პრემია მიიღო, 32...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































