გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თეონა მაისურაძე მანდატს ტოვებს. მაისურაძე გორის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიით მოხვდა. ინფორმაციას “თრიალეთი” ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია საკრებულოს წევრობასთან ერთად აპირებს თუ არა თეონა მაისურაძე ნაციონალური მოძრაობის დატოვებასაც. ასევე უცნობია ვინ იქნება მისი ადგილმონაცვლე საკრებულოში.