ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან ზაალ მამალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე-საბჭოს თავმჯდომარე; მაია კუტუბიძე, საკრებულოს წევრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
მარინე ბერაძე, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე-საბჭოს მდივანი;
წევრები: მაია გიორგაძე – ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე; მანანა მინდაძე, საკრებულოს წევრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი; ქეთევან სიხარულიძე, საკრებულოს წევრი; ლია ჩიგოგიძე, საკრებულოს წევრი; ნატო ჩანტლაძე, საკრებულოს წევრი; სესილი მეგრელიშვილი, ტრენერი ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, “სოციალური საწარმოს“ დირექტორი, პროექტის “გენდერი იწყება ჩემგან“ კოორდინატორი; ნინო ბერძენიშვილი,”გურია NEWS”-ის ჟურნალისტი; ვლადიმერ სიხარულიძე, სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; აკაკი ყაჭეიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; ზვიად მამალაძე, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე; ლაშა თოლორდავა, ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; ნინო კაპანაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში პასუხისმგებელი პირი გენდერულ საკითხებზე; ნუკრი დუმბაძე, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი.
უახლოეს დღეებში საბჭოჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიას და ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას განიხილავს. შედეგად მიღებული დოკუმენტი დასამტკიცებლად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.