აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტ „ზრდას“ ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ცხრა თემში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მცირე გრანტების პროგრამას განახორციელებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. მცირე გრანტების პროგრამა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში ჩართულ 60-მდე მცირე ბიზნესს განავითაროს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტი ხუთ წლიანია და 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორის, ვერონიკა ლის განცხადებით,...
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია "აფბა“-მ ახლახანს დაიწყო კვლევა, რომლის მიზანიც ავტომაგისტრალების მშენებლობისას შესაძლო დარღვევების გამოვლენა და გამოცხადებული ტენდერებისა და მათი პირობების ჯეროვნად შესრულების საზოგადოებრივი მონიტორინგია. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის პირველივე ეტაპზე სავალალო სურათი გამოიკვეთა. აფბაში ამბობენ, რომ დიდია ალბათობა, პოსტფაქტუმ ჩატარებულმა აუდიტმა დამდგარ სავალალო შედეგებზე არსებითი გავლენა ვეღარ მოახდინოს. "ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 5 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული, ხოლო უახლოეს...
თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე N33-ე საჯარო ბაღში თბილისის მერიის აუდიტის სამსახურმა ხარვეზები გამოავლინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამ ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანსა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძეს სამშენებლო კომპანია „გიკოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დაავალა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც აღნიშნული საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა. კალაძის თქმით, კომპანია "გიკო" თბილისში კიდევ ორ ბაღს აშენებს, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ქუთაისში მდებარე კორპუსების 80%-ში წყალი დგას, რაც შენობის მდგრადობას უქმნის საფრთხეს. ინფორმაციას kutaisi post-ი ავრცელებს. მეშველიანი დასძენს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაწეული ხარჯები არაფექტურია. "თანადაფინანსების პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში, რომელსაც მერია ახორციელებს, მოსახლეობა, ძირითადად, ჩამდინარე წყლების პრობლემას აგვარებს.მაგალითად,  ხდება წყლის ან კანალიზაციის დაზიანებული მილის შეკეთება. რაც შეეხება, გრუნტის წყლებს,...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების- რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელი იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბაღდათში, ტყიბულში, სამტრედიასა და ხარაგულში უნდა დაინიშნოს. ინფორმაციას kutaisi post-ი ავრცელებს. ამ თანამდებობების დასაკავებლად ვაკანსია უკვე გამოცხდდა. იმისთვის რომ პირმა ვაკანტური თანამდებობა დაიკავოს ის კანონმდებლობით დადგენილი რიგ საკვალიფიკაციო მოთხოვნების უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს...
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია "ქართული ოცნების" ორი ფრაქციის შექმნას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციების კანონდარღვევით დარეგისტრირებაზე მიუთითებს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი შაქრო ტერტერაშვილი განმარტავს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორებისა“ და „ქართული ოცნება - მრეწველების“ შექმნით საკრებულომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლი დაარღვია. "2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მონაწილეობდა, როგორც ცალკე პარტია. ყველა, რომელიც საკრებულოში...
გურჯაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზარი აშენდება. ახალი ბაზრის მშენებლობა, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. "ახალი ბაზრის პროექტირებას, რომელიც 2500 კვადრატულ მეტრზე იქნება, ორი კვირა დასჭირდება და სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტის მიხედვით, 200 სავაჭრო ადგილი გამოიყოფა. ბაზარი იქნება დახურული, სადაც დაცული იქნება ევროპული სტანდარტი. ახალ ბაზარში შეყვანილი იქნება წყალი და ყველა ის...
ღია მმართველობა პარტნიორობის ფარგლებში მოქალაქეებისთვის პეტიციის პორტალი ichange.gov.ge შეიქმნა. პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის შეხვედრებიი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. პორტალის მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ასევე ხელისუფლებისა და საზოგადოების დაახლოების ხელშეწყობა. პეტიციის შექმნა შესაძლებელია შემდეგ თემებზე: რეგიონული განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურა, ჯანდაცვა, მეცნიერება, სოციალური საკითხები, განათლება, ენერგეტიკა, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, ფინანსები, ეკონომიკა, სპორტი...
როგორ მონაწილეობენ თვითმმართველობის საქმიანობაში და როგორ ესმით მოქალაქეთა ჩართულობა? - ამ შეკითხვით მიმართა "სამხრეთის კარიბჭემ" ახალციხის მცხოვრებლებს. ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქვს აღებული. თვითმმართველობების ნაწილში აღებულ ვალდებულებებს დოკუმენტის 21–ე თავი არეგულირებს. https://www.youtube.com/watch?v=111nvHruWxg&feature=youtu.be
შპს „ნიუ პროჯექტის“ დირექტორს დავით ჩაჩანიძეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისებას ედავებიან. ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით ჩაჩანიძე პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. საქმე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წელს განხორციელებულ პროექტს ეხება. გამგეობამ ტენდერი 2015 წლის აგვისტოში ახალციხის სოფლების ჭვინთის, ტატანისისა და კლდის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 91 196 ლარი იყო. შპს „ნიუ...
ქუთაისში, შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე გზის საფარის განახლება მიმდინარეობს. ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თებერვალს დაიწყო. ქუთაისის მერიის ცნობით, შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში გზის საფარი სრულად აღდგება და განახლდება. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში ამორტიზირებული ქუჩის გამო გადაადგილების პრობლემა ჰქონდა. 4 თებერვალსვე დაიწყო ფანჯიკიძის ქუჩის მონაკვეთის მოწესრიგებაც (კინო საქართველოს...
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საწვავად კვლავ ,,ბრიკეტებს" (დაპრესილი ხის მასალა) გამოიყენებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის ბაღების მართვის სააგენტომ 2 თებერვალს მიიღო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. "თებერვალში 22 საბავშო ბაღისთვის საჭიროა 10 ტონა ბრიკეტი თუ არ გვექნება, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩაიშლება", - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი ლიანა კოვზიაშვილი. მისი თქმით, იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია 2018 წლის 23 იანვარს დასრულდა....
მისაციელში, დაზიანებული სისტემის აღდგენის შემდეგ, სასმელი წყალი მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, შპს "მცხეთის სოფწყალიმა“ დაზიანებული სასმელი წყლის სისტემა აღადგინა. მწყობრიდან გამოსული წყლის მისაწოდებელი ძრავების გამო, სასმელი წყალი მისაქციელის, ახალუბნისა და სელექციის დასახლების მოსახლეობას არ მიეწოდებოდა. შესაბამისად, გამოიცვალა და დამონტაჟდა უფრო მძლავრი ძრავები და ამჟამად, აღნიშნულ სოფლებს სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭარებულა ყოველწლიურად ნაგვით ივსება. ამის შესახებ ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოცემას უთხრეს, რომ ეს ამბავი 20 წელია გრძელდება. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ძირითადად მერეთი-კოშკა-არბო-გუგუტიათკარის გზაზე ყრიან. თემის დამოუკიდებელი წარმომადგენელი საკრებულოში, მერაბ მახარაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ ეს პროცესი მიმდინარე, 2018 წელს დასრულდება. მისი თქმით, 5 თებერვალს ახალი გზის დაგების შესახებ, გორის მერია ტენდერს გამოაცხადებს. სამუშაოების წარმატებით დასრულების...
თბილისში, ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ზღვის უბნის (თემქა) მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში, კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. ინფორმაციას ნაძალადევის გამგეობა ავრცელებს. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ადგილობრივი მოსახლეობისთვის კორპუსებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე გზები ზღვის უბანში ხუთი კორპუსის მიმდებარედ მოვაწესრიგეთ. რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და კიდევ ბევრი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია...
სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფი დაკვირვებას სამი ძირითადი მიმართულებით ახდენს: გარემოს დაცვა, გენდერი და ახალგაზრდობა. პროექტი მოიცავს ბიუჯეტის ანალიზს, მერთან შეხვედრას შუალედური შედეგებით და მისი პოზიციის დაფიქსირებას. პროექტის ხელმძღვანელი მარიამ ხუროშვილი, მერიის ოფიციალურ პირებს უკვე აქტიურ რეჟიმში ხვდება და ზუსტ ინფორმაციას უშუალოდ მათგან იღებს. ამჟამად მის კითხვებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ უპასუხა. მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი გეგმის მიხედვით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ