იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში რესურსცენტრებს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

668

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების- რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელი იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბაღდათში, ტყიბულში, სამტრედიასა და ხარაგულში უნდა დაინიშნოს. ინფორმაციას kutaisi post-ი ავრცელებს.

ამ თანამდებობების დასაკავებლად ვაკანსია უკვე გამოცხდდა. იმისთვის რომ პირმა ვაკანტური თანამდებობა დაიკავოს ის კანონმდებლობით დადგენილი რიგ საკვალიფიკაციო მოთხოვნების უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ,
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ,  „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილებების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ არსებულ ბრძანენებს და სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ვაკანტური ადგილის დაკავების მსურველებს ვადა მიმდინარე წლის 8 თებერვლამდე აქვთ.

რესურსერნტრების ხელმძღვანელების შერჩევა გამოცდისა და გასაუბრების საფუზველზე მოხდება. მათი თანამდებობრივი სარგო კი 1 200 ლარი იქნება.