რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პროექტის ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი II“ (CoM East II) ექსპერტს საქართველოსა და აზერბაიჯანში, გიორგი აბულაშვილს შეხვდა.
შეხვედრას მერის მოადგილე დავით კეკელიძე და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა რუსთავში ენერგოეფექტურობის კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
„მერების შეთანხმების“ ექსპერტმა გიორგი აბულაშვილი ირაკლი ტაბაღუას მერების შეთანხმების პროცესში ქალაქის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზე, სტრატეგიულ გეგმებზე, ენერგოფექტურობის მიმართულებით მონიტორინგის ანგარიშების მომზადებასა...
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე მოსწავლეთა სკოლებში ტრანსპორტირების მომსახურება მართვაში ოზურგეთის მერიას გადაეცა. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
ოზურგეთის მერის მოადგილის ირაკლი სირაძის თქმით, მერია ჩაიბარებს ასევე ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებასაც.
"ამ საკითხებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიას შორის ამ დღეებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამ მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისში იმყოფებოდა ოზურგეთის მერი...
ოზურგეთის მერიამ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მუშობა დაიწყო. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ამ პროცესში საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
"ქალაქისათვის ამ გეგმის შემუშავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო წლებში წარმოებული მშენებლობები, მასზე გაცემული ნებართვები, ხშირ შემთხვევაში საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა. განაშენიანების გენერალურ გეგმის შემუშავება კი ჩვენს ქალაქს დააზღვევს ასეთი...
2018 წელს იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 7 პროექტი განხორციელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 1 998 865 ლარია გამოყოფილი და ის სრულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, თანხის უმეტესი ნაწილი კი ქალაქ ზესტაფონზე დაიხარჯება.
2018 წელს ქალაქ ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი,...
"ევროპული საქართველოს" მიერ 4 თებერვალს გამართული პარტიის ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ვანი და ხონი მაჟორიტარის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
"დადგა დრო მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების გრძელ გზაზე! ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყობილ სახეებს ხელისუფლებაში...
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და სოფელში გზის, სასმელი წყლის, მაღაზიის, ექიმის, აფთიაქისა და ინტერნეტის არარსებობა გააპროტესტა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
აქციის მონაწილეების თქმით, ზემოთჩამოთვილი პრობლემების გამო სოფელი მოსახლეობისგან იცლება. მათი თქმით, სოფელში არსებულ პრობლემებზე დახმარებისთვის მაჟორიტარ დეპუტატსაც მიმართეს და დაპირებაც მიიღეს, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.
კასრისწყლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, კერძოდ კი როგორც საზღვრისპირა და რაიონის ცენტრიდან...
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობების გენერალურ გეგმაზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომლის ინიციატორით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობაა". სხდომაზე გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფსსითი ინსტიტუტ ჯორჯიას" უსმენენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ დღეს თქვა, რომ სხდომას საკრებულოს უმრავლესობა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.
”შენიშვნებზე მუშაობა სამუშაო რეჟიმში გრძელდება. გენგეგმის სამუშაო ჯგუფი დაგვპირდა, რომ კონკრეტულ ვადაში შენიშვნებს გამოასწორებს და როცა...
ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ თბილისისა და ბათუმის უფასო სასადილოების მენიუ იდენტურია, თუმცა ხარჯებში დიდი სხვაობაა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ქამადაძე ამბობს, რომ ბათუმის უფასო სასადილოებში ერთ ადამიანზე 1 ლარი და 90 თეთრია გამოყოფილი, ხოლო თბილისისი სასადილოებში 1 ლარი და 16 თეთრი იხარჯება. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ თანხების ნაწილი საჯარო მოხელეების პირად ინტერესებს ხმარდება.
"ჩვენ ახლა ბათუმის ერთ-ერთ...
ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ ეტაპზე 9 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. პროექტების განსახორციელებლად თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დიდი ნაწილი კი სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.
მიმდინარე წელს ახმეტის მინიციპალიტეტში პრიორიტეტი ადგილობრივი გზების რეაბილიტაციაა და, ძირითადად, ქალაქის ქუჩების მოწესრიგებაა დაგეგმილი. სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კი მხოლოდ 1 პროექტი დაფინანსდა.
რაც შეეხება სხვა პრობლემების მოგვარებას, მაგალითად, წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში ამ დროსთვის...
2018 წელს მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფა უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის, ვანის მუნიციპალიტეტში 12 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 3 600 784 ლარია გათვალისწინებული. ამავე პროექტებისთვის თანადაფინანსების სახით მცირე თანხას თავად მუნიციპალიტეტიც გამოყოფს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა პრიორიტეტი. დაფინანსებული 12...
წინა სტატია
"სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორი მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რადიკალური ცვლილებები არ იქნება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"თებერვლის ბოლოს უნდა იყოს საბოლოო შედეგი. სახეცვლილი არ იქნება ფაქტობრივად არც ერთი კონცეპტუალური საკითხი. მიდის შეხვედრები და ძირითადად დასაბუთებებზე ვსაუბრობთ. ამ საკითხებზე ვმსჯელობთ სამსახურებთან. არქიტექტურის სამსახურთან გვექნება ალბათ ხშირი შეხვედრები, რომ დაზუსტებები იმ ფორმით მოხდეს, რა ფორმაც იქნება მისაღები. ის, რასაც...
2018 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ ეტაპზე 6 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 898 734 ლარი გამოიყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხები ბაღდათის მუნიციპალიტეტზე ასე გადანაწილდა:
სოფელ კაკასხიდიდან სოფელ ხანამდე გზის მონაკვეთის ბეტონის საფარის მოწყობაზე 688,389 ლარი გამოიყო.
სოფ. პირველი და მეორე ობჩის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინოულთან...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ დროისთვის 8 პროექტია დაფინანსებული. დაფინანსების ჯამური ღირებულება კი 4 024 219 ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტს წელს პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქვს დასახული.
დაგეგმილია სოფლების - ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მე-3 ეტაპი, რომლისთვისაც რეგფონდიდან 434,822 ლარია გათვალისწინებული.
აგრეთვე, დაგეგმილია სოფლების - ვაკიჯვარი (ფამფალეთი)-მთისპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი, რომელზეც ცენტრალური ბიუჯეტიდან 696,225 ლარი დაიხარჯება.
განსახორციელებელ პროექტთა...
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საკრებულოში ფრაქცია "ევროპული საქართველოს" სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, მათ "ევროპული საქართველოსთვის" სხდომაზე მისვლის პირობა არ მიუციათ. სხდომაზე ფრაქციას ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით შეკითხვები უნდა დაესვა მერიის წარმომადგენლებისთვის.
„ჩვენ არავის არაფერს არ შევპირებივართ. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით გასული კვირის ბოლოს საკრებულოში კომისიების გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის...
2018 წელს მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი ცნობილია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალური პროექტების განსახორციელებლად თანხების გამოყოფა უკვე დაწყებულია.
გურიაში, ამ დროისთვის, დაფინანსება მხოლოდ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ. ამ მუნიციპალიტეტებში ჯამში 11 პროექტი დაფინანსდა, რომელთა განსახორციელებლად რეგფონდიდან გამოყოფილი თანხაც 5 225 741 ლარია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლანჩხუთში ამ ეტაპზე სამი პროექტია დაფინანსებული და...
მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" სხდომაზე მერიის წარმომადგენლები არ მივიდნენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ოპოზიციის წევრებს მომხდარის შესახებ შეკითხვები ჰქონდათ ვიცემერთან, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ასევე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან.
კერძოდ, აინტერესებდათ, რატომ ჩაიბარა მერიამ დაუსრულებული პროექტი მაშინ, როცა ხარისხი შემოწმებული არ იყო. გოკა გაბაშვილი მერიის მაღალჩინოსნების მერიაში მიუსვლელობას პოლიტიკურ უკულტურობას უწოდებს და აცხადებს, რომ მერიის მხრიდან შეხვედრის მზადყოფნა არსებობდა.
ოპონეტების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































