ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მექანიზმი - პეტიცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ გამოიყენა და საკრებულოს სამი პეტიციით მიმართა და მათი დარეგისტრირება მოითხოვა. ინფორმაციას ოზურგეთის საკრებულო ავრცელებს.
საკრებულოს მიერ პეტიციებს განიხილვამდე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ინიციატორ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი"-ს წარმომადგენელ ოთარ რევიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადად დარეგისტრირების პროცედურული საკითხებზე იმსჯელეს, რათა საკრებულომ კანონით დადგენილი ყველა ნორმის გათვალისწინებით დაიწყოს პეტიციების...
კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1200 ჰექტარზე მეტი სათიბ-საძოვარი, 25-წლიანი იჯარით, 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, ეს არის მაღლამთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების ოპტიმალური გამოყენების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურ გამოყენებას. ამ პროგრამის მიზანი გახლავთ...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბარდუბანი, ქვედა სიმონეთი და ზედა სიმონეთი დამისამართების პროცესში ხარვეზებია, რის გამოც ამ სოფლების მცხოვრებლები პირადობის დამადასტურებელ მოწმებებს ვერ იღებენ და ვერც სხვადასხვა სამოქალაქო უფლებამოსილებით სარგებლობენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, თერჯოლაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის მობილური ჯგუფი ჩავიდა, რომელსაც სამისამართო სამსახურის მენეჯერი გიორგი ტაბატაძე ხელმძღვანელობს.
დამისამართების პრობლემის აღმოსაფხვრელად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის საველე ჯგუფი მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე...
წინა სტატია
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული ტენდერების ჩატარების წესების სასწრაფოდ შეცვლისკენ მოუწოდებს.
„აფბას კვლევის პირველივე ეტაპზე კარგად ჩანს სერიოზული დარღვევები და ხარვეზები, რომელთა სრულად შესასწავლად სამართალდამცავი ორგანოების ჩართვაც კი შეიძლება გახდეს საჭირო. შესაბამისად, სამინისტროს და მთლიანად ხელისუფლების მხრიდან სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ თაღლითური სქემები, რომელიც გამოყენებულია საგზაო...
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით ბათუმის თვითმმართველობა მე-15 ადგილზეა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის პარამეტრები შეამოწმეს, რომლებიც თვითმმართველობების ღიაობას და ანგარიშვალდებულებას ეხება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა – ამ მიმართულებით მონაცემების შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ ბათუმზე უფრო ღია საქართველოში 14 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაა. ანგარიშის მიხედვით გაცილებით რთული მდგომარეობაა ქობულეთში, რომელიც მე-60 ადგილს იკავებს, შუახევი კი 54-ს.
კვლევა თვითმმართველობების ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების...
წნორში მდებარე სოციალურმა საწარმომ "ცოდნის კაფემ" სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ნიკოლოზ და ეთერ ხუციშვილებს უმასპინძლა. ისინი 67 წელია ცოლ-ქმარი არიან.
"ეს მყავდეს კარგად და მეტი არაფერი მინდა, ჩემი სულის ხმაა, ბაზრიდან ისე არ მოვა შოკოლადი არ მომიტანოსო",- თქვა ეთერი ბებომ
ცოდნის კაფის სტუმრებს წყვილმა საკუთარი გაცნობის და დაოჯახების ისტორიები უამბეს, ახალგაზრდობის ამბები გაიხსენეს, იცეკვეს და იმხიარულეს.
"ცოდნის კაფემ" ეთერ და ნიკოლოზ ხუციშვილებს საჩუქარიც გაუკეთა...
წინა სტატია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოცემა GovInsider-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
სტატიაში მინისტრი ლაპარაკობს საქართველოში ღია მმართველობის პრაქტიკის შესახებ და მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, საანგარიშო პროცესის გამჭვირვალობა და საკრებულოს საქმიანობაში ელექტრონული კვლევების დანერგვა მოჰყავს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ღია მმართველობის პარტნიორობის" მესამე სამოქმედო გეგმის მონაწილეა.
გასული წლის 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილს...
ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ, ახალციხეში რვა ა(ა)იპ–იდან ოთხი დარჩა: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებთა გაერთიანება, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება, წყალმომარაგება–წყალანირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ამ ოთხ ა(ა)იპ-ში ჯამში 530-მდე ადამიანიმუშაობს და მათ იანვრის ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ. ინფორმაციას "სამხეთის კარიბჭე" ავრცელებს.
რეორგანიზაციამდე ეს ა(ა)იპ–ები ცალ–ცალკე იყო ქალაქსა და თემში, რეორგანიზაციის შემდეგ კი ისინი გააერთიანეს და ხელმძღვანელები შეცვალეს.
ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ საჯარო რეესტრსა და...
წინა სტატია
პარლამენტის რეგონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ბოიკოტი წარმომადგენლობითი ორგანოსთვის დამახასიათებელია. იმავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ დეპუტატები საკუთარ გადაწყვეტილებებში ამოვლენ საზოგადოებრივი ინტერესებიდან და იმსჯელებენ კომპრომისის მისაღწევად“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს დღეს ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურნენ.
“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ორ კვირაში, 31 იანვრიდან დღემდე,...
წინა სტატია
ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოში არსებულ მდგომარეობას ეხმიანება. ფოფხაძის თქმით, საკრებულოს პოლიტიკურ თამაშებში „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ფოფხაძის თქმით, საკრებულოს წევრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რა დამოკიდებულება ექნებათ იმ „ანტიოცნებურ“ კოალიციასთან, სადაც გაერთიანებულები არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“.
„საკრებულოს წევრთა ჩვენი ნაწილი ამ მოცემულობას უბრალოდ აფიქსირებს. მათი პოზიციაა, რომ იმ...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტი კომიტეტს დევნილთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარუდგინა. გიორგაძის თქმით, ანონპროექტის მომზადება განპირობებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებით.
გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3...
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ დებულება წარმომადგენლობითმა ორგანომ 13 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
საბჭოს შემადგენლობა საკრებულოს მომდევნო სხდომაზე, 23 თებერვალს განისაზღვრება. დებულების თანახმად, გენდერული საბჭო 5 წევრისგან დაკომპლექტდება. საბჭო კოორდინაციაში იქნება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთან. სხდომაზე ასევე განისაზღვრა უწყების "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა“. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მერია პროგრამას 5 300 ლარით დააფინანსებს.
ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის ინიციატივით, ქალაქის ქუჩებში მაწანწალა ძაღლების პრობლემის აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიების გატარება დაიწყო. ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ბოლო დროს ქუჩებში უპატრონო ძაღლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ცხოველები ხშირად სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს ავრცელებენ და შესაბამისად, საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ".
"სწორედ აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ჭიათურის მერმა კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსს ზურაბ ცარციძეს მაწანწალა ძაღლების პრობლემის აღმოსაფხვრელად,...
ქედის მერიას მალე ახალი ნაგავმზიდი ექნება. 280 ათას ლარად შეძენილი ტექნიკა მუნიციპალიტეტს 20 თებერვალს გადაეცემა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
გარდა ამისა დაგეგმილია ნაგვის 70 ურნის შეძენა, რისთვისაც 50 ათასი ლარის ღირებულების ტენდერია გამოცხადებული. მათ ახალ ადგილებში განათავსებენ, ასევე გამოიცვლება რამდენიმე ძველი ურნაც.
https://www.youtube.com/watch?v=RV66A93dJTo&feature=youtu.be
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარზე ახალ ხიდს წელს ააშენებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა იმ საგანგაშო დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც აქ არსებული ძველი ხიდის მდგომარეობას ეხება. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
2018 წლის 12 თებერვალს საგზაო დეპარტამენტმა ახალი ხიდის მშენებლობის მიზნით 2 953 490 ლარი გამოყო. მშენებლობა სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.
საქართველოს გზების დეპარტამენტმა...
ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განაშენიანების ორწლიანი პროექტის პირველი ეტაპი რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივით, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის გეგმისა და წინადადებების საჯარო განხილვა გაიმართა.
დაგეგმილია 61 ათასი კვ. მეტრი ფართობის ზოლის ფილებით მოკირწყვლა, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსება.
მერის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































