თერჯოლის სოფლებში დამისამართების პრობლემის მოგვარება დაიწყო

974

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბარდუბანი, ქვედა სიმონეთი და ზედა სიმონეთი დამისამართების პროცესში ხარვეზებია, რის გამოც ამ სოფლების მცხოვრებლები პირადობის დამადასტურებელ მოწმებებს ვერ იღებენ და ვერც სხვადასხვა სამოქალაქო უფლებამოსილებით სარგებლობენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, თერჯოლაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის მობილური ჯგუფი ჩავიდა, რომელსაც სამისამართო სამსახურის მენეჯერი გიორგი ტაბატაძე ხელმძღვანელობს.

დამისამართების პრობლემის აღმოსაფხვრელად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის საველე ჯგუფი მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე იმუშავებს. ისინი ადგილზე შეისწავლიან საკითხს და გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობისა და არსებული მისამართების იდენტიფიცირებას მოახდენენ.