ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით ბათუმის თვითმმართველობა მე-15 ადგილზეა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის პარამეტრები შეამოწმეს, რომლებიც თვითმმართველობების ღიაობას და ანგარიშვალდებულებას ეხება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა – ამ მიმართულებით მონაცემების შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ ბათუმზე უფრო ღია საქართველოში 14 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაა. ანგარიშის მიხედვით გაცილებით რთული მდგომარეობაა ქობულეთში, რომელიც მე-60 ადგილს იკავებს, შუახევი კი 54-ს.
კვლევა თვითმმართველობების ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.