ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით კიკნაძე აირჩიეს; მოადგილეებად – პაატა გოგოლაძე და ამირან ოქრომჭედლიძე. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. კენჭისყრაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით საკრებულოში არჩეული 24 წევრი. სამივე მოადგილე არჩევნებში მონაწილე 24-ვე დეპუტატის მხარდაჭერით აირჩიეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულო 33 წევრიანია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, მანანა ბარბაქაძე აირჩიეს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ამ თანამდებობაზე კენჭის საყრელად სხვა კანდაიტურა არ დასახელებულა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა დეპუტატებს ოპოზიციური პარტიებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ არ მიუღიათ. არჩევნებში 24 დეპუტატი მონაწილეობდა და ყველა მათგანმა მხარი დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს დაუჭირა. „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე იყო 2017 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე,...
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე ღამის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც ინფექციის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. “მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება”,-წერია განცხადებაში. შეხვედრას თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტრო წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფერაძემ იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რაც...
რუსთავში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბერს დაიწყება და 2 იანვარს დასრულდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით შანიძემ განუცხადა. მისი თქმით, საახალწლო ღონისძიებების გასამართად სამი ლოკაციაა შერჩეული, ესენია: ლეონიძის სკვერი, ახალგაზრდობის პარკი და თეატრის უკან მდებარე სკვერი. ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარი დაიხარჯება. "შერჩეულია სამი ლოკაცია, ახალგაზრდობის პარკი, ლეონიძის სკვერი და თეატრის უკან...
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ზემო სვანეთის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, აფეთქებითი სამუშაოები განხორციელდება. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, მესტია-უშგული-ლასდილის 43-ე კილომეტრზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ამასთან, მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. "ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დიდი რაოდენობით კლდე არის ჩამონგრეული, დიდი მასა არის ჩამოსული, დაახლოებით 700-800 კუბიანი ქვების. ალბათ, აფეთქებითი სამუშაოები მოგვიწევს. ვიმედოვნებ, რომ ხვალამდე გაიხსნება გზა“, -...
"მერიაში არის გაჩერებული პასუხგაუცემელი, ვადადარღვეული 1000-ზე მეტი წერილი",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მუნიციპალური სამსახურებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელებთან ყოველკვირეულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. ლაცაბიძემ სამსახურების ხელმძღვანელებს მისცა მითითება, რომ მერიაში შესულ მოქალაქეების წერილებზე მოხდეს დროული პასუხის გაცემა და რეაგირება. "გვქონდა სამსახურებისა და ააიპების ხელმძღვანელებთან კვირის მთავარი შეხვედრა, რომელზეც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოქალაქეების მიერ შემოტანილ...
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. „მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი მიზანი არის გარემოსდაცვის სფეროში სამართალდარღვევების პრევენცია, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე, რაციონალურად მოხმარებაზე და ამ მიმართულებით ზედამხედველობის სამსახურისთვის აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნაზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები გადასცა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. მუნიციპალიტეტებს, სულ, გადაეცათ 8 ნაგავმზიდი, 4 სატვირთო თვითმცლელი მანქანა და 800 კონტეინერი (4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 500 კონტეინერი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს; 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 300 კონტეინერი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტს). ახალი ტექნიკის საშუალებით, მუნიციპალიტეტებში...
„რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური, მუნიციპალურ ინსპექციად ჩამოყალიბდება“, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ კვირის სამუშაო თათბირზე განაცხადა. რუსთავის მერის განცხადებით, სოციალურ ქსელში, ხშირად ვრცელდება მშენებლობაზე გადაღებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ირღვევა ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმები. ნინო ლაცაბიძის თქმით, იმისთვის, რომ სრულფასოვანი და ხარისხიანი მონიტორინგი განხორციელდეს, აუცილებელია ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგი და გაძლიერება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზედამხედველობის სამსახური, ერთ-ერთი წარმატებული უნდა იყოს, ამისთვის...
ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ პირველი მოადგილის თანამდებობაზე დავით კვიციანი დანიშნა. „დავითი არის საქმის ერთგული, ღირსეული და გამოცდილი პროფესიონალი. მჯერა, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის “, - განაცხადა ფოთის მერმა. როგორც ფოთის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კვიციანი პროფესიით იურისტია და სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. 2017 -2021 წლებში იყო ქალაქ ფოთის...
სოფელ ნახიდურში შშმ და სსსმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი გაიხსნა ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლებისა და განვითარების ასოციაციისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგად, სოფელ ნახიდურში შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონია სიმბოლურად 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. ცენტრი მიზნად ისახავს...
ჩოხატაურში ახალი მერის მოსვლას მერიაში საკადრო ცვლილებები მოჰყვა.  ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს. რა საკადრო ცვლილებები გახორციელდა ახალი მერის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ – მერიის მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე აწერს, ნათქვამია: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელდა შემდეგი საკადრო ცვლილებები: საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახალი მერის...
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“  ფრაქციას ლანჩხუთის საკრებულოში, ამ ბოლო დღეებში  თვითმმართველობის კოდექსში მიღებული ცვლილებების შედეგად, 6 მოადგილე ეყოლება. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. როგორც გავარკვიეთ,  არის კიდევ ალბათობა, რომ  20-კაციან ფრაქციას მეშვიდე მოადგილეც დაემატოს. ამ ეტაპზე კი ეს ექვსეული ასე გამოიყურება – ვლადიმერ ნანაძე, კარლო წილოსანი, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, გოგი მორჩილაძე და სპარტაკ კვაჭაძე. ფრაქციის თავმჯომარე კი ია მოქიაა, რომელიც წარმომადგენლობითი...
რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს ევტიხ ხაჩიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტვ4 წერს. როგორც რუსთავის მერიაში გამართული ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, 1-ლი იანვრიდან ზედამხედველობის ბაზაზე მუნიციპალური ინსპექცია ჩამოყალიბდება. ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, სამსახურს გაძლიერების მიზნით,  ფუნქციები გაეზრდება. იგეგმება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მობილიზებაც. დღესვე, ზედამხედველობის სამსახურს დაევალა იმ სამშენებლო კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაცია, სადაც მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ირაკლი კუჭავას უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად უფლებამოსილება შეუწყდათ მერის წარმომადგენლებს და მათ თანაშემწეებს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა დავით შარაშიძემ 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენელი დანიშნა. კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიცია გაგა გაგუამ დაიკავა, საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გივი დუდუჩავა დაინიშნა. დაბლაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ლევან ცინცაბაძე გახდა. ბუკისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი თეიმურაზ შარაშიძე, ზემო სურების ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან ლომინეიშვილი, ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ დოლიძე, ქვენობნის ადმინისტრაციულ...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პლანშეტური კომპიუტერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.  უწყებას 15 ცალი პლანშეტისთვის 11 000 ლარი გაითვალისწინა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. “პლანშეტები მერიის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი საველე პირობებში მუშაობის დროს, ძირითადად ზედამხედველობის სამსახურისთვის”, – ამბობენ მერიაში. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ  პლანშეტური კომპიუტერები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეკრანის ზომა არანაკლებ 10.1″ არაუმეტეს 12.9″; რეზოლუცია არანაკლებ 1280 X 800; SIM მხარდაჭერა; უსადენო კომუნიკაცია: Wi-Fi/hotspot/bluetooth; 4G...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ