ზუგდიდში მცხოვრებ ვენერა გაწერელიას დღეს 108 წელი შეუსრულდა. მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალბატონს იუბილე და ქალთა საერთაშორისო დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მიულოცეს. ვენერა გაწერელია 1910 წელს დაიბადა, მას 6 შვილი, 14 შვილიშვილი, 28 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. ვენერა გაწერელია 1942 წელს დაოჯახდა, ის მეორე მსოფლიო ომის ზურგის მუშაკი იყო. ზუგდიდის...
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანია, რომელიც შუახევში წყალსადენის მაგისტრალს აშენებდა, 350 ათასი ლარით დაჯარიმდა. მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ხელშეკრულების თანახმად 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. კომპანიამ სამუშაოს დასრულების ვადა დაარღვია. შუახევის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ კომპანია კანონის შესაბამისად დაჯარიმდა, თუმცა სამუშაოს აგრძელებენ. შუახევის მერის მოადგილის ომარ ტაკიძის თქმით, კომპანიაში მენეჯმენტი შეიცვალა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ნაციონალური მოძრაობა. პარტიის წევრის ნუგზარ ამაღლობელის თქმით, ზამლეთის ხეობის წყალმომარაგებისთვის, ობიექტის...
ქალაქ კასპში მალე სამი ქუჩის მოასფალტება და მოწყობა იგეგმება. საუბარი თაყაიშვილის, ჭონქაძის ქუჩის წრიულის, თაყაიშვილის ქუჩის I ჩიხისა და ეფრემ მეორის ქუჩის რეაბილიტაციაზე (1 317 გრძივი მეტრი). ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. გზის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 შეასრულებს. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
ახალციხეში, სოფელ საძელში გაზის შეყვანას ითხოვენ. გაზის კომპანიასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სოფლების გაზიფიცირება ეტაპობრივად მიმდინარეობს და მომავალ წელს გაზი საძელსაც ექნება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. სოფელ საძელში, 120–მდე კომლი ცხოვრობს. სოფელში გაზი არაა და ამიტომ ყველა შეშით თბება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების წინ გაზის სისტემა მიწისქვეშ მიმდებარე სოფლებისთვის მათ სოფელზე გავლით გაიყვანეს, თუმცა საძელში გაზი შეყვანილი დღემდე არაა. ახალციხის...
ხმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს ხეობის სოფლებისთვის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. პეტიციაში ნათქვამია, რომ რეგიონიდან ყოველწლიურად იკლებს ახალგაზრდების რაოდენობა და არ ფუნქციონირებენ სკოლები. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ,,მხოლოდ ერთი სკოლაა სოფელ ნადუქნარში, სადაც ძალიან ცოტა მოსწავლე დადის. თუ ამ ადგილს მიენიჭება მაღალმთიანის სტატუსი, მოსახლეობისათვის ამ სტატუსით მოსარგებლე ადგილისთვის არსებული შეღავათები მეტად იქნება საინტერესო და ახალაგზრდების მიგრაციაც შემცირდება. აღნიშნული რეგიონი არის ტურისტული თვალსაზრისითაც...
წინა სტატია ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადდა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. პირველ შემთხვევაში, ტენდერის მონაწილე ერთადერთ კომპანიას, შპს „ვექტრას“ დისკვალიფიკაცია მისცეს არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი კი არავის გამოუთქვამს. მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ზუგდიდს უკვე წლებია აქვს.
წინა სტატია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო. თბილისის მერიის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს არქიტექტურული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას. თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის ეტაპებისგან შედგება. რეაბილიტაციის პროეტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე...
წინა სტატია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერის განცხადებით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცაცია პატრიოტული და მამულიშვილური საქმეა. "დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ახალი ტფილისის პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-აღდგენა არის მართლაც პატრიოტული, მამულიშვილური საქმე იმისათვის, რომ თითოეულ ამ ულამაზეს შენობას შევუნარჩუნოთ ისტორიული სახე. ეს არის ის ადგილი, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისის სუნთქვა, ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ბოლო ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. "თბილისი ყოველთვის იყო მოვლენების ეპიცენტრი. საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, იმ ცუდი და კარგი რაღაცების დასასრულიც და დასაწყისიც, რაც ხდებოდა, იყო თბილისი. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ის სიმდიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია, მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. მინდა დღეს გუდიაშვილის მოედნიდან მივმართო ყველა ხელოვნებათმცოდნეს,...
ქალაქ ზუგდიდში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ქსელი კეთდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს. უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს მთელი ქალაქის ამორტიზებული წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას. მშენებლობის პროცესში ადგილობრივი (ქართული) წარმოების გოფრირებული მილები გამოიყენება. სამინისტროს განცხადებით.ზუგდიდის მოსახლეობის 60%, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 85 მილიონ ლარამდე აფინანსებს. სამუშაოები...
გორის მერიამ საერთაშორისო ფორუმზე მოწვეული სტუმრების მასპინძლობისთვის 6 100 ლარი დახარჯა. ამის შესახებ რადიო მოზაიაკა მერიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ოფიციალური ინფორმაციით, ფორუმის მიზანი ფონდების მოძიების სტრატეგიის შემუშავება იყო. მოწვეული სტუმრების გასამასპინძლებლად, მერიამ მომსახურებისხელშეკრულება ი/მ ხათუნა გოცაძეს გაუფორმა. ოთხდღიანი ფორუმი გასულ წელს 18 დან 21 მაისას ჩათვლით მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 5 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის...
სოფლად სიღარიბის შესამცირებლად სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ინფორმაციას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს. ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – "ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ხულოში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ (CCRG) განახორციელებს. ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი, გიორგი მურვანიძე განმარტავს, რომ პროექტი ორკომპონენტიანია და გრანტები პროექტის ბოლო...
ბორჯომის საკრებულოს მეტროპოლიტენის სადგურებისა და აეროპორტებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი აქვს დაწესებული, მათ შორის, ცალკეულ დაბებსა და სოფლებშიც. ამის შესახებ Reginfo წერს. საკრებულოს დადგენილება 2013 წლის 7 ივნისს აქვს მიღებული. მას შემდეგ დოკუმენტი 7-ჯერ შეიცვალა, თუმცა ეს მოსაკრებელი დღემდე არ არის გაუქმებული. ბორჯომის საკრებულოს 2013 წლის 7ივნისის №16 დადგენილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მდებარე მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებს“ დასუფთავების მოსაკრებლის სახით 1 კვ.მ ღია ფართობზე...
წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასება ექსპერტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო. მისი განცხადებით, თქმით, დოკუმენტის შეფასებას მერია უახლოეს მომავალში წარადგენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „დაწყებულია მუშაობა. ექსპერტთა კონკრეტული ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი სპეციალისტებით უკვე მუშაობს და უახლოეს მომავალში, როგორც კი დასრულდება შეფასება, ჩვენს მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო...
წინა სტატია ბორჯომში, თორის ქუჩაზე N44-ში მდებარე კორპუსში ხანძრისგან დამწვარი სახურავის გასაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ტენდერი არ ცხადდება, არამედ მერია სახურავს, პირდაპირი შესყიდვის წესით, შპს „my town“–ი შეცვლის. შვიდ მარტს ბორჯომის მერიამ დაზარალებულ ორ ოჯახს სურსათისა და ტანსაცმლის შესაძენად 700–700 ლარი დაურიცხა. თორის ქუჩაზე N44-ში 10 დღის...
გორის მერის თანამდებობასთან შეუთავსებელი პოზიციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი გამოეხმაურა. ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილი პირადად გაეცნო საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ მონაცემებს, შპს ,,მარინის“ წესდებისა და მისი წარმომადგენლების შესახებ. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რომელიმე საწარმოში მერის მხრიდან მხოლოდ წილის ფლობასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ამ დრომდე კონსტანტინე თავზარაშვილი კომპანიის ხელმძღვანელად ფიქსირდება. "ამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ